ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ქართველი ჟურნალისტები ქობულეთში დასასვენებლად მყოფ უკრაინელ ბავშვებს ესტუმრნენ

საქველმოქმედო ფონდ
„სოციალური პარტნიორობის“ მიერ გამართული მედიატურის ფარგლებში ტელევიზიის, ჟურნალ-გაზეთის,
რადიოსა და ინტერნეტ პრესის 30-მდე ჟურნალისტი ქობულეთში, სასტუმრო „აიეტში“ აღმოსავლეთ
უკრაინიდან დევნილ ბავშვებს ეწვია. უკრაინელი ბავშვები იქ თავს ნამდვილად ბედნიერად
გრძნობენ და შინ დაბრუნება სულაც არ ეჩქარებათ.

პროექტი როტაციულია,
ერთ ჯგუფს მომდევნო ანაცვლებს. სასტუმროში უკრაინელი დევნილების დამსვენებელთა რაოდენობა
უკვე გადაცდა 100 ადამიანს, რომელთაგან უმრავლესობა ბავშვებია.