ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ზურაბ ხელაშვილი „შინ მოვლის“ ბენეფიციარებისთვის შემოწირულობებს კვლავ აგზავნის

პროექტი „შინ მოვლა“ წარმატებულად
აგრძელებს კეთილშობილურ საქმიანობას და თბილისის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში 300-ზე
მეტ მოხუცს უწევს დახმარებას. ესენი არიან საწოლს ან სახლს მიჯაჭვული ადამიანები, რომელთაც
ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებათ.ფონდიმათ ყველა სახის
დახმარებას უწევს,  სამედიცინო პრეპარატებითა
და ჰიგიენური საშუალებებით დაწყებული,  საკვები
პროდუქტებით დამთავრებული.

პროექტს მხარდაჭერას უცხადებენ სხვადასხვა
ფიზიკური პირები თუ ორგანიზაციები, რომელთაგანაც აღსანიშნავია ბატონი ზურაბ ხელაშვილის
დახმარება, რომელიც ბენეფიციარებისთვის  საკვებ პროდუქტებს სისტემატიურად აგზავნის.
ამ დღეებში მან ფონდს 1000 კილოგრამი ბურღულეული მოაწოდა: 250 კგ შაქარი, 250 კგ წიწიბურა,
250 კგ მაკარონიდა 250 კგ ბრინჯი.

ფონდი ძალიან დიდ მადლობას უხდის
ბატონ ზურაბს ასეთი გულისხმიერებისათვის და მოუწოდებს კეთილ ადამიანებს შეიტანონ წვლილი
ჩვენი გაჭირვებული თანამემამულეების დახმარებაში.