ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

„შინ მოვლის“ პროექტი სულ მალე 500 ბენეფიციარამდე გაიზრდება

„შინ მოვლის“ პროექტი 2012 წლიდან ფუნქციონირებს და 300-ზე მეტ ბენეფიციარებს მოიცავს, რომელთაც ფონდი ყოველდღიურ რეჟიმში აუცილებელ სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას უწევს.
ჩვენი პაციენტები საწოლს ან სახლს მიჯაჭვული ხანდაზმული, მარტოხელა ადამიანები არიან. კვალიფიცირებული ექთნები მწოლიარე ავადმყოფებს ხარისხიან სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ფონდი მათ ქველმოქმედების მიერ შეძენილი მედიკამენტებით, საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით ამარაგებს.
„სოციალური პარტნიორობის“ პრიორიტეტული ამოცანაა შესაძლებლობების გაფართოება და დახმარების აღმოჩენა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. თებერვლის თვისთვის ფონდს „შინ მოვლის“ პროგრამის ფარგლებში უკვე ეყოლება 500 ბენეფიციარი. დღეისათვის აქტიურად მიმდინარეობს ექთნების და მედდების სამსახურში აყვანის პროცესი, რომელიც სამუშაოს თავისებურებების გასაცნობ ტრენინგებსაც მოიცავს.
თუ ფლობთ ინფორმაციას მარტოხელა მზრუნველობას მოკლებული ადამიანის შესახებ, რომელსაც შინ დახმარება ესაჭიროება, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 2514175.