ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ქობულეთის ბავშვთა პანსიონმა პირველი ბენეფიციარები მიიღო

ქობულეთში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონმა ფუნქციონირება დაიწყო.
„გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონმა დავიწყეთ მოსწავლეების მიღება. პანსიონში ბავშვების სწავლის, განათლებისა და განვითარებისათვის ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენი მაღალკვალიფიციური აღმზრდელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პატარებს ჰქონდეთ ბედნიერი და უზრუნველყოფილი ბავშვობა. მათ აღზრდაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებენ მშობლებიც, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული შვილების აღზრდის პროცესში. ბოლო 4 თვის მანძილზე აქტიუად მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები პანსიონის მატერიალურ – ტექნიკური ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ საქართველოს საპატრიარქოს სოციალურ დეპარტამენტს, რომელმაც ჩვენს პროექტს დიდი მხარდაჭერა გაუწია და რომელიც აქტიურად გვეხმარება სახლების მართვაში. საპატრიარქოსა და ფონდს შორის გაფორმებულია 10-წლიანი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კიდევ ასობით ბავშვი მიიღებს უმნიშვნელოვანეს დახმარებასა და მხარდაჭერას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პროექტებში სხვა ორგანიზაციების ჩართულობაც გაიზრდება”, – აცხადებს ფონდ სოციალური პარტნიორობის დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი.