ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ფონდის ბენეფიციარი მრავალშვილიანი ოჯახები ზამთრისთვის ემზადებიან

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ წარმატებით
აგრძელებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას საქართველოს მასშტაბით და უწევს მათ
ყოველთვიურ ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას.

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ზამთარი
განსაკუთრებით რთული გადასატანია, ვინაიდან მათ ამ პერიოდში განსაკუთრებით აწუხებთ
სიცივე, ტანისამოსის, ფეხსაცმლის თუ საკვების ნაკლებობა.

ჩვენი ბენეფიციარი მრავალშვილიანი ოჯახები კი ზამთარს
მომზადებულები ხვდებიან. ნანა ფარჯველიანმა ბოდბედან, რომელსაც 9 შვილი ჰყავს, უკვე
შეიძინა ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე ფქვილის საკმარისი მარაგი
და გამოზამთრებისათვის საჭირო სხვა პროდუქტები.

ფონდი ყველაფერს აკეთებს რომ მათი ბენეფიციარი მრავალშვილიანი
ოჯახები ზამთარს და ახალ წელს ღირსეულად შეხვდნენ.