რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

გულისხმიერი სტუმრები წინასაახალწლოდ ბავშვებს საჩუქრებით ანებივრებენ

მცირე საოჯახო ტიპის სახლში წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებულად
აღსანიშნავია. ბავშვებმა უკვე მორთეს ნაძვისხე და სახლში ნამდვილმა საახალწლო განწყობამ
დაისადგურა.

წინასაახალწლო განწყობას კიდევ უფრო ალამაზებენ სახლის
სტუმრები და მათ მიერ მოტანილი საჩუქრები, რომლებიც ბავშვებს ძალიან ახარებენ.

ამ კვირაში მცირე საოჯახო ტიპის სახლს ეწვივნენ 37-ე
რუსული სკოლის პედაგოგები. სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივად მოამზადეს,
შეფუთეს და გააფორმეს საჩუქრები სპეციალურად მცირე საოხახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისათვის.
სტუმრობამ ძალიან თბილად ჩაიარა. მასწავლებლებმა სახლი სრულად დაათვალიერეს და ძალიან
კმაყოფილები დარჩნენ. ისინი ბავშვებს მომავალში უფრო გაფართოებული შემადგენლობით სტუმრობას
დაპირდნენ. პატარები მიღებული საჩუქრებით უზომოდ გახარებული დარჩნენ.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობა“
მადლობას უხდის 37-ე რუსული სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.