სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბავშვებთან სიარული კვლავ განაახლეს კერძო მასწავლებლებმა, რომლებიც ბავშვებს გაძლიერებულად ამზადებენ მათემატიკაში, რუსულსა და ინგლისურში. შედეგად, პატარები წარჩინებულად სწავლობენ საჯარო სკოლაში და იღებენ ხარისხიან განათლებას. ფონდი ზრუნავს, რომ ჩვენს აღსაზრდელებს როგორც განათლება, ასევე კვება, ტანისამოსი და სამედიცინო მომსახურება სათანადო ხარისხის ჰქონდეთ. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური განვითარებისათვის ბავშვები ასევე დადიან ტანვარჯიშსა და ცეკვაზე.
ჩვენი იდეოლოგიის თანახმად, მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია. ფონდის მიზანია პატარებს უზრუნველყოთ ბედნიერი ბავშვობა და უკეთესი მომავალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვებს მშობლებთან ურთიერთობის რაც შეიძლება მეტი შესაზლებლობა მივცეთ, რისთვისაც სახლში მშობლებს რეგულარულად ვიწვევთ.
აღსაზრდელებისა და მათი მშობლების ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის ფონდი ორგანიზებას უწევს ერთობლივ ექსკურსიებსა და პიკნიკებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა და მათმა მშობლებმა შეინარჩუნონ და მაქსიმალურად გააუმჯობესონ ერთმანეთთან კონტაქტი.