ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახარებული ჩვენი ბავშვები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში. მის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლისთვის გაწეული ფინანსური დახმარებით ბავშვებისთვის შევიძინეთ ახალი ლეპტოპები. აღტაცებული ბავშვების რეაქცია იხილეთ ფოტოებში.

საქართველოს პრეზიდენტისგან მსგავსი ნაბიჯი ნამდვილად სამაგალითოა და იმსახურებს დიდ პატივისცემას. ახალი წელი არის პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ და ახალი იმედებით და სიხარულით ხვდებიან. მათთვის თითეული გადაცემული საჩუქარი დიდი სიხარულის მომგვრელია.

საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა” დიდ მადლობა უხდის საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის და პირდება მას, რომ ფონდის არცერთი ბენეფიციარი ბავშვი ყურადღების მიღმა არასოდეს დარჩება, მას შემდეგაც, როდესაც ისინი ზრდასრულები გახდებიან.