ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

პანსიონში ბავშვებზე სრულფასოვანი ზრუნვისთვის პერსონალს ფსიქოლოგი შეემატა

ქობულეთში არსებული გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონში იანვრიდან ბავშვებზე ზრუნვაში აქტიურად ჩაერთო ფსიქოლოგიც, რომელიც არა მარტო ბავშვებთან, არამედ აღმზრდელებთანაც მუშაობს. იგი ბავშვებს ესაუბრება სხვადასხვა თემებზე, ეცნობა მათ ინტერესებს, ეხმარება პრობლემების სწორად დანახვაში, ავლენს მათ უნარებს სხვადასხვა ტიპის თამაშებით. მოგეხსენებათ, რომ ფსიქოლოგის საჭიროება და მნიშვნელობა კიდევ უფრო აქტუალურია იმ გარემოებაში, როდესაც ბავშვები ყოველდღიურად არ არიან თავიან მშობლებთან, იმისდამიუხედავად, რომ მუდმივად ურთიერთობენ მათთან. ფონდი მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობის სრულ თავისუფლებას აძლევს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ბავშვს ხელი არ უნდა შეეშალოს სასწავლო პროცესში. იანვრიდან, ბავშვებთან ასევე კერძო მასწავლებლებმა დაიწყეს სიარული, რომლებიც მათ გაძლიერებულად ამზადებენ ინგლისურში, რუსულსა და მათემატიკაში.
ფონდი ძლიერაა დაინტერესებული ბავშვთა ინტერესების და უნარების გამოვლენაში, რათა შემდგომში ხელი შეუწყოს ინდივიდუალურად თითეულ ბავშვს მათ დახვეწასა და განვითარებაში, რაც პიროვნების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.