ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

„შინმოვლის პროგრამა“ – სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობა

საქველმოქმედო
ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობის“ შინმოვლის პროგრამა უამრავი მოხუცებულის სიცოცხლის
სადარაჯოზე დგას. ესენი არიან  სახლს ან საწოლს
მიჯაჭვული მოხუცები, მათ შორის ბევრი მარტოსული, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც
ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენი დახმარება, რომელთაც აწუხებს ჯანმრთელობის სერიოზული
პრობლემები და აკლია ადამიანური სითბო და ყურადღება.

2014
წლის განმავლობაში „შინმოვლის პროგრამის“ ექთნებმა სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება
გაუწიეს 532 პაციენტს. მხოლოდ ბენეფიციარების მკურნალობასა და სამედიცინო მომსახურებაზე
ფონდის მიერ დახარჯულ იქნა 89 674 ლარი. ამ თანხით შეძენილი მედიკამენტებით და სამედიცინო
მასალით ბევრი მათგანი დაუბრუნდა ნორმალურ ყოფაცხოვრებას და ჯანმრთელად აგრძელებს ცხოვრებას.

ფონდი
განსაკუთრებულ მადლობას უხდის შინმოვლის პერსონალს გაწეული უდიდესი შრომისათვის და
იმ კეთილშობილური საქმიანობისათვის, რომელსაც ისიმი ყოველდღიურად ეწევიან.

თქვენც შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი სახლს ან საწოლს მიჯაჭვული ადამიანების დახმარების ღირსეულ
საქმეში, მხარი დაუჭირეთ „შინმოვლის პროგრამას“!