ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

შინ მოვლის პროგრამის მეხუთასე პაციენტი

საქველმოქმედო
ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ შინ მოვლის პროგრამა ნამდვილი ნუგეშია თბილისში მცხოვრები
სახლს ან საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის, რომელთაგანაც უმეტესობა ხანდაზმულია.

გვსურს
გაგაცნოთ თებერვლის თვეში ფონდის მიერ შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული
აქტივობა. ამ პერიოდში ფონდი მოემსახურა 505 პაციენტს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ
ეს ის 505 ადამიანია, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. სულ ამ თვეში პროგრამის
ფარგლებში განხორციელდა 2521 ვიზიტი და ჩატარდა 11961 სამედიცინო და სოციალური პროცედურა.

მე-500
საიუბილეო პაციენტი ვეკუა რობერტი გახლავთ, იგი 45 წლისაა, არის აფხაზეთიდან დევნილი
პირველი ჯგუფის ინვალიდი. ცხოვრობს პენსიონერ დედასთან ერთად ყოფილი ბაგა ბაღის შენობაში.
პაციენტმა დაპატიმრებისას ინსულტი გადაიტანა, ამის შემდგომ მას პარალიზებული აქვს მარჯვენა
ფეხი და ხელი, ფსიქიკურად არის გაუწონასწორებელი, ძირითადად მიჯაჭვულია საწოლს. უვლის
დედა.

შინ
მოვლის პროგრამის ფარგლებში რობერტს და დედამისს ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდებათ,
ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მათ მედიკამენტებით, საჭირო სამედიცინო პროცედურებით, საკვებით
და პირველადი საჭიროების ყველა საშუალებით.

პროექტის
უკეთ გასაცნობად და მის მხარდასაჭერად ეწვიეთ ბმულს: http://goo.gl/FLF8nI