რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

პანსიონის ბავშვების ნათლობა

პანსიონში ცხოვრება ლამაზად გრძელდება. ბავშვები დადიან სკოლაში, იღებენ ხარისხიან განათლებას, ემზადებიან კერძოდ სხვადასხვა საგნებში, იცვამენ ხარისხიანად, იკვებებიან ჯანსაღი საკვებით; ერთი სიტყვით, ცხოვრობენ როგორც ერთ დიდ ლამაზ ოჯახში. ფონდი კი მათ ყველაფერში ხელს უყწობს.
რამდენიმე ბავშვმა მონათვლის სურვილი გამოთქვა. ეს სურვილი შეთანხმდა მათ მშობლებთან და ფონდმა აღმზრდელების დახმარებით ქობულეთის ეკლესიაში ბავშვების მონათვლას ორგანიზება გაუკეთა. ეს ბავშვები ქრისტიანული ოჯახებიდან არიან, თუმცა უსახსრობის და სხვადასხვა პრობლემების გამო აქამდე მონათვლას ვერ ახერხებდნენ.
ქობულეთის ეკლესიის წინამძღვარმა ბავშვებს ჯვრები და სანთლები გადასცა, შემდეგ ნათლობის საიდუმლო აღავლინა და ჩვენი ბავშვები მართმადიდებელი ქრისტიანები გახდნენ.