ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“ ბავშვებთან სტუმრად მოვიდა ცნობილი მომღერალი, იქს ფაქტორის ფინალისტი მებო ნუცუბიძე. იგი გაეცნო ბავშვების დღის წესრიგს, მათ საყვარელ საქმიანობებს, მოუყვა თავისი ისტორია პატარაობიდან დღემდე, თუ როგორ მიაღწია წარმატებას. შემდეგ აღსაზრდელებმა სტუმარს თავიანთი სიმღერის და ცეკვის შესაძლებლობები დაანახეს და მისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. არც ჩვენი სტუმარი ჩამორჩა მათ და როგორც თვითონ აღნიშნა, გააკეთა ის რაც ყველაზე უკეთ გამოსდის, ანუ იმღერა თავისი გიტარის აკომპონიმენტით. მან შეასრულა როგორც ქართული, ისე უცხოური სიმღერები და ბავშვებიც აიყოლია სიმღერაში. პატარებს ძალიან მოეწონათ მისი სიმღერა. შეხვედრის ბოლოს მასთან სურათებიც გადაიღეს და ტანვარჯიშის ილეთებითაც მოაწონეს თავი.
ფონდი ძალიან დიდ მადლობას უხდის მებო ნუცუბიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იჩენს ყურაღებას და სითბოს ფონდის ბენეფიციარების მიმართ.