ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჩვენი ბავშვები აღდგომას ულოცავენ შინმოვლის ხანდაზმულ ბენეფიციარს

საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“
მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებმა გადაწყვიტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
მიელოცათ „შინმოვლის პროგრამის“ ხანდაზმული ბენეფიციარისთვის,ქალბატონი მარიამ მარზაშვილისთვის.

ქალბატონი მარიამი არის 78 წლის საწოლს
მიჯაჭვული ხანდაზმული, ავტოშემთხევვის დროს მოიტეხა ფეხი და ამას დამატებული გაუარესებული
ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადაადგილდება. მეუღლე და შვილი დაღუპული ყავს და
არის სრულიად მარტოხელა. მისი მთავარი ნუგეში ჩვენი „შინმოვლის პროგრამაა“, რომელიც
მას სიცოცხლეს უხანგრძლივებს და არსებობის ხალისს მატებს.

სააღდგომოდ ქალბატონ მარიამს მცირე
საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებმა მოართვეს სააღდგომო კალათა პასკითა და სხვადასხვა ტკბილეულით.
შეხვედრა ძალიან თბილი გამოვიდა და მის მიწურულს ბავშვებმა ხანდაზმულისგან საჩუქრად
მისი ხელით მოქსოვილი წინდები მიიღეს.

ფონდი აქტიურად აგრძელებს გასაჭირში
მყოფი ხანდაზმულების და ბავშვების დახმარებასა და მხარდაჭერას. უსურვებს მათ მრავალ
აღდგომას ბედნიერები და წელში გამართულები შეხვედროდნენ.