რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
მეუნარგიას 41 ნომერში
არსებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრების რიტმი არ ეცემა. აქ ამჟამად 9 აღსაზრდელი
იმყოფება. სწავლის და ვარჯიშის პარალელურად ბავშვებს ფონდი სხვადასხვა სურპრიზებით
ანებივრებს.
გუშინ ბავშვებთან
სტუმრად მოვიდა ცნობილი მომღერალი ბორის ბედია, რომელმაც ერთი ძალიან ლამაზი და მხიარული
დღე აჩუქა ბავშვებს. ბავშვებმა უჩვენეს ბორისს თავიანთი ნახატები, ტანვარჯიშის ილეთები,
იმღერეს, იცეკვეს. ბორისმა კი ბავშვებს უმღერა რამდენიმე ქართული და იტალიური სიმღერა,
მათ შორის მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა „კარუზო“ და სახლში ნამდვილი საზეიმო განწყობა
შექმნა.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური
პარტნიორობა“ დიდ მადლობას უხდის ბორის ბედიას და ყველა იმ ადამიანსა და კომპანიას,
რომლებიც ულამაზებენ ბავშვებს ცხოვრებას და თავიანთი წვლილი შეაქვთ უკეთესი საქართველოს
ფორმირებაში.