“ბიბლუსი ქიდსის” საზეიმო, გრანდიოზული გახსნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოეწყო. ცენტრში დაპატიჟებულები იყვნენ „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები და სხვა ბავშვები. მათ მასპინძლობა “პროფესორმა ხრინკიმ” და “რუდოლფმა” გაუწიეს.
ღონისძიებაზე ბავშვების გართობაზე იზრუნეს: ზღაპრის გმირებმა, მინიონებმა, გუფიმ და მიკიმ, ჯეკ ბეღურამ, ჰელოუ კიტიმ, თაგუნია ჯერონიმომ, ლომმა და კუნფუ პანდამ, ასევე ჯამბაზებმა.
რამდენიმე საათის განმავლობაში ზღაპრულმა პერსონაჟებმა ბავშვებს სხვადასხვა ტიპის გასართობი პროგრამა შესთავაზეს. ილუზიონისტმა დავით რობაქიძემ კი ბავშვებს ფოკუზები წარუდგინა. ბავშვები ღონისძიებაზე საოცრად გაერთნენ და უამრავი ენერგიაც დახარჯეს. მათთვის დღევანდელი დღე ნამდვილი ზეიმი იყო.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მადლობას უხდის მის მეგობარ კომპანია „ბიბლუსს“ ბავშვების მიმართ თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულებისთვის.