რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჩვენი ბავშვები მუშტაიდის პარკში

„სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლის
ბავშვები ქობულეთში გამგზავრების წინ მუშტაიდის პარკს ეწვივნენ, ისეირნეს, იქანავეს
საქანელებზე და გაერთნენ. არდადეგებზე, ზაფხულის ცხელ დღეებში, ფონდი მაქსიმალურად
ცდილობს ბავშვებს გართობისა და დასვენებისათვის განსაკუთრებული პირობები შეუქმნას,
რათა საყვარელი ზაფხული ყველა პატარას კარგად დაამახსოვრდეს. ორიოდე კვირაში კი ჩვენი
აღსაზრდელები 1 თვით დასასვენებლად ქალაქ ქობულეთში კეთილმოწყობილ სასტუმროში გაემგზავრებიან
და საზაფხულო არდადაგებს უკვე იქ განაგრძობენ.