ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

„სოციალური პარტნიორობა“ აქტიურად აგრძელებს გაჭირვებული ადამიანების დახმარებას

როგორც მოგეხსენებათ, ფონდის მზრუნველობისქ ვეშაა 29 ბავშვი, აქედან 20 ქობულეთის პანსიონში, 9 თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ივნისის თვეში ფონდმა ფინანსური დახმარება გაუწია 53 მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვს; შინმოვლის პროგრამის ფარგლებში დახმარება მიიღო 521-მა სახლს ან საწოლს მიჯაჭვულმა ხანდაზმულმა ადამიანმა. მათ შორის 250 ბენეფიციარმა მიიღო საკვები პროდუქტები, ხოლო 353 ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები. შინმოვლის პროგრამის ფარგლებში ივნისში სულ სამედიცინო პერსონალის მიერ 3312 ვიზიტი განხორციელდა.

ფონდი ეტაპობრივად აფართოვებს თავის პროგრამებს და არის იმ ადამიანების – ბავშვების თუ ხანდაზმულების სამსახურში, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.