ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

„სოციალური პარტნიორობის“ ნოემბრის თვის ანგარიში

ჩვენი საქველმოქმედო ფონდის მზრუნველობის ქვეშაა 30 ბავშვი, აქედან
20 ქობულეთის პანსიონში, 10 თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ფონდი ყველაფერს
აკეთებს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო პირობები სწავლისთვის და პიროვნული
განვითარებისთვის.

ნოემბერში – ფონდმა ფინანსური დახმარება გაუწია მრავალშვილიანი,
სოციალურად დაუცველი ოჯახის 29 ბავშვს.

შინმოვლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე თვის განმავლობაში
521 ბენეფიციარს მიეწოდა სამედიცინო და სოციალური დახმარება.განხორციელებულ იქნა
2661 ვიზიტი. შინმოვლის პროგრამის 416 ბენეფიციარი უზრუნველყოფილ იქნა მკურნალი ექიმის
მიერ დანიშნული მედიკამენტებით, ასევე ჰიგიენური საშუალებებით, პამპერსებითა და საფენებით.
262 ბენეფიციარს გადაეცა საკვები.

ფონდი ეტაპობრივად აფართოვებს თავის პროგრამებს და არის იმ ადამიანების
სამსახურში, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

https://fsp.ge/ge/reports/statistic/

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები