ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ნაადრევი საახალწლო საჩუქრები ბავშვებს!

ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი, მცირე საოჯახო ტიპის სახლის
აღსაზრდელებთან დიდი სტუმრიანობა იყო. მათ უკვე დაიწყეს საახალწლო საჩუქრების მიღება.
პატარებს, კომპანია High-Tech Solutions (HTS) წარმომადგენლები ესტუმრნენ. ბავშვებს
სასარგებლო საჩუქრები აჩუქეს: 50 წიგნი, სახატავი რვეულები, ფანქრები, ფლომასტერები
და საძერწი თიხა. გარდა ამისა მოუტანეს ბევრი ტკბილეული. ბავშვებმაც არ დატოვეს სტუმრები
ყურადღების გარეშე: იმღერეს, იცეკვეს და პატარა კონცერტი გამართეს. ბავშვებმაც და სტუმრებმაც
ძალიან იხალისეს და შეხვედრის იმედით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები