ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

უფასო სასადილო ბავშვებისთვის!

მეგობრებო, უკვე 4 წელია ჩვენი ფონდი სასიცოცხლო დახმარებას უწევს
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყველაზე დაუცველ ფენას.

ჩვენ კარგად ვიცით სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების
პრობლემები, რომლებსაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ არსებობა. ზოგისთვის პურიც კი სანატრელია,
რომ არაფერი ვთქვათ ფაფასა და მაკარონზე.

ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან,
ჩვენი ფონდი გეგმავს სასადილოს გახსნას თბილისში, იგეგმება, რომ პირველ ეტაპზე ფონდის
ახალ სოციალურ სასადილოში ყოველდღიურად სრულფასოვან საკვებს მიიღებს 100 ბავშვი. ამ
მიზნისთვის, რომელიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გვესაჭიროება არანაკლებ
80კვ.მ ფართი, ასეთი მდებარეობა გაუადვილებს მშობლებს ბავშვების მიყვანას ამ სასადილოში.

მეგობრებო, იქნებ თქვენ ან თქვენს ნაცნობებს გაქვთ ისეთი შენობა,
რომლის გადმოცემასაც შეძლებდით ჩვენთვის უფასო სარგებლობაში ან სიმბოლურ ფასად ჩვენ
დიდი სიამოვნებით განვიხილავთ ნებისმიერ შეთავაზებას.

ინფორმაცია, სასადილოსთვის შესაფერისი ფართის შესახებ მოგვაწოდეთ
ელექტროულ ფოსტაზე office-fsp@fsp.ge ან ტელეფონზე 032-219-33-21.

გვჯერა რომ დაგვეხმარებით!

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები