ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

უსინათლო ნორამ თქვენი გულების სითბო „დაინახა“.

მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, ჩვენ დავიწყეთ აქცია უსინათლო, საწოლსმიჯაჭვული
ქალბატონი ნორა აბუთიძის დასახმარებლად. მისმა ისტორიამ და გაუსაძლისმა
საცხოვრებელმა პორობებმა გულგრილი ვერავინ დატოვა. ჩვენი ფონდის ანგარიშზე, ნორა
აბუთიძის სახელზე, კეთილმა ხალხმა 1703 ლარი ჩარიცხა! ამ თანხით ჩვენ ქალბატონ
ნორას შევუძინეთ ის ნივთები, რომლებზეც იგი ვერც კი ინატრებდა და რომლებიც მას
ცხოვრებას გაუადვილებს: ახალი მოსახერხებელი სავარძელი, სპეციალური სკამი –
საპირფარეშო, სარეცხი მანქანა, გაზქურა, გამათბობელი, ორი კომპლექტი თეთრეული,
თბილი საბანი, ბალიშები და საკვები პროდუქტები.

ქალბატონი ნორა ძალიან ბედნიერი იყო სრულიად უცნობი ადამიანების ასეთი
ყურადღებით და ჩვენი თანამშრომლების სტუმრობისას ცრემლები ვერ შეიკავა. მან
მორიდებით გვთხოვა, მისთვის სურათები არ გადაგვეღო, რადგან არ უნდოდა, რომ თქვენ
მისი ცრემლები გენახათ…

ბებია ნორა დიდ მადლობას მოგახსენებთ, თქვენ, ყველა მისთვის უცნობ ადამიანს,
ვინც  გულთან ახლოს მიიტანეთ მისი პრობლემები, გამოიჩინეთ ყურადღება და
გულისხმიერება!

თუ თქვენ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ჩვენი ფონდის სხვა ბენეფიციარებს, მათ
ისტორიებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ფონდის ვებ გვერდზეhttps://fsp.ge/ge/projects/მათ
მხარდასაჭერად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003
(დანიშვულება: ხანდაზმულების დახმარება).