ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

თქვენი დახმარებით კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.

რამოდენიმე ხნის
წინ ქალბატონი თინა სირაძის მძიმე ცხოვრების შესახებ გიამბეთ. მშობლების და ახლობლების
გარდაცვალების შემდეგ, იგი მარტო დარჩა, მისი სახლი კი დროთა განმავლობაში საცხოვრებლად
გამოუსადეგარი გახდა. თინა ერთ ცივ ოთახში გადავიდა საცხოვრებლად სადაც ადრე სარდაფი
იყო განთავსებული.

კეთილი ადამიანების
წყალობით, ჩვენი ფონდის ანგარიშზე, ქალბატონ თინასთვის  1729 ლარი შეგროვდა. ეს თანხა საკმარისი აღმოჩნდა
იმისთვის, რომ  მისი დიდი ხნის ოცნება აგვესრულებინა.
მას სახლში წყალი გავიყვანეთ, დავამონტაჟეთ ონკანი, წყლის გამათბობელი. ასევე ვუყიდეთ
სარეცხი მანქანა.

მეგობრებო, ქალბატონი
თინა დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველა გულისხმიერ ადამიანს დახმარებისთვის!

თუ გაქვთ საშუალება
დაეხმაროთ მარტოხელა, ყველასგან დავიწყებულ ადამიანებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში
აღმოჩნდნენ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება:
მოხუცების დახმარება)
ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ru/donate/

თქვენი  უმნიშვნელო
დახმარებაც კი, შეუმსუბუქებს ტანჯვას და ოდნავ მაინც გააუმჯობესებს  ყველაზე გაჭირვებულები ადამიანების ცხოვრებას!

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები