„სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს საბავშვო პოეტი ვასო გულეური ეწვია. ბავშვებს ძალიან უხარიათ, როდესაც მათ საინტერესო ადამიანი სტუმრობს. ბავშვებმა ვასოსთან უცებ გამონახეს საერთო ენა, ბევრი ისაუბრეს, ეზოში ითამაშეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებო.
ბავშვები ვასოს, სკოლის ამბებსა და სპორტში მიღწეული წარმატებების შესახებ უყვებოდნენ. უმღერეს, ლექსები წაუკითხეს და მისთვის შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები.დამშვიდობებისას, ვასო შეპირდა ბავშვებს, რომ ხშირად მოინახულებდა მათ! ბავშვებს ხელმოწერილი წიგნები აჩუქა!
დიდი მადლობა ვასო ბავშვების გახარებისთვის! შენი სახით მათ დიდი მეგობარი შეიძინეს!