ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ანგარიში ჩიკვაიძეების ოჯახის დახმარების შესახებ

მეგობრებო, ალბათ გახსოვთ ჩიკვაიძეების მრავალშვილიანი ოჯახი (https://fsp.ge/ge/projects/122-9kids/) სადაც 9 ბავშვი მშობლებთან ერთად, ერთ ოთახიან, პატარა ბინაში ცხოვრობს. მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, როდესაც ოჯახის უფროსმა ფეხი მოიტეხა და მუშაობა ვეღარ შეძლო.
ამ ისტორიამ ბევრი თქვენგანი შეძრა. ჩვენი ფონდის ანგარიშზე, მათ დასახმარებლად გულისხმიერმა ხალხმა 3202 ლარი ჩარიცხა. ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ ჩიკვაიძეებთან ბევრი კეთილი ადამიანი მივიდა. ეხმარებოდნენ პროდუქტებით, მედიკამენტებით და საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით. შეიძლება ითქვას, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ ეს ოჯახი გადავარჩინეთ! თქვენ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი, დასახმარებლად შეიძლება სრულიად უცნობი ადამიანები მოვიდნენ!
შეგროვილი თანხით ჩვენ ჩიკვაიძეების ოჯახისთვის ბევრი საჭირო ნივთი შევიძინეთ. 4 გასაშლელი საწოლი – რადგან ბავშვებს პირდაპირ იატაკზე უხდებოდათ დაძინება. შევიძინეთ 10 სკამი, ასევე შევიძინეთ მასალა ავეჯის ასაწყობად, რომლისგანაც 19 წლის გიორგიმ ყველაფერი საკუთარი ხელით ააწყო.
ახლა ჩიკვაიძეები ავეჯით გაწყობილ ბინაში ცხოვრობენ, აღარ სძინავთ იატაკზე და საჭმელსაც მაგიდასთან მიირთმევენ. ისინი დიდ მადლობას მოგახსენებენ და ყველა კეთილ ადამიანს, ვინც მათ ამ ძნელბედობის ჟამს მხარი დაუჭირა, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებენ!
თუ გაქვთ სურვილი კიდევ ერთხელ დაეხმაროთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჩიკვაიძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/122/

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები