ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ქობულაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება

მეგობრებო, რამდენიმე ხნის წინ „სოციალური პარტნიორობის“ ვებ–გვერდზე ქობულაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის სულისშემძვრელი ისტორია გამოვაქვეყნეთ. (https://fsp.ge/ge/projects/129-kobulashvili/)
6 ბავშვს საშინელ პირობებში უხდება ცხოვრება, ბეტონის ოთხ კედელში, ყოველგვარი საარსებო პირობების გარეშე. ოჯახის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, როდესაც ბავშვების დედას, ეკატერინეს ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს. მათ მხოლოდ გულისხმიერი ადამიანების იმედი ჰქონდათ დარჩენილი, რომ ბავშვების დედა გადაერჩინათ.
ამ ოჯახის პრობლემებმა ბევრი თქვენგანი შეძრა.
ქობულაშვილების დასახმარებლად უამრავი ადამიანი დაირაზმა. ზოგს მათთვის პროდუქტები მიჰქონდათ, ზოგს ტანსაცმელი და თეთრეული. ზოგმა კი – ეკატერინეს სამედიცინო გამოკვლევა დაუფინანსა. ფონდის ანგარიშზე კეთილმა და გულისხმიერმა ადამიანებმა 2179 ლარი ჩარიცხეს. ამ თანხით პირველ რიგში დაფინანსდა ეკატერინეს გადაუდებელი ოპერაცია. 70% სახელმწიფომ დაფარა, ხოლო დანაჩენი 30% 1631,50 ლარის ოდენობით თქვენს მიერ შემოწირული თანხით გადავიხადეთ. ერთიანი ძალისხმევით 6 პატარას, მათი დედიკოს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვაჩუქეთ!
ასევე შემოწირული თანხით ჩვენ შევიძინეთ გაზქურა, პროდუქტები და საჭირო წამლები ეკატერინესთვის და ბავშვებისთვის.
დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ეს ოჯახი შექმნილ რთულ მდგომარეობაში მარტო არ დატოვა. გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!
თუ გაქვთ საშუალება კიდევ ერთხელ აღმოუჩინოთ მათ დახმარება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქობულაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდანhttps://fsp.ge/ge/donate/129/
ამ ოჯახს კიდევ ბევრი პრობლემა აქვს და გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით მათ გადაჭრას შევძლებთ!

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები