რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
მეგობრებო, 7 შვილის მარტოხელა დედა ელენე ძოძუაშვილი, რომელიც ჩვენი ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ მზრუნველობის ქვეშ იმყოფება, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მრავალშვილიან ოჯახს უამრავი კეთილი ადამიანი დაეხმარებოდა.
ფონდის ანგარიშზე ძოძუაშვილების დასახმარებლად 1522 ლარი ჩაირიცხა. ამ თანხით ჩვენ ამ ოჯახის ბევრი პრობლემის გადაჭრა შევძელით! პირველ რიგში ჩვენ ავუსრულეთ ელენეს დიდი ხნის ნატვრა და მისთვის სარეცხი მანქანა შევიძინეთ. აქამდე მას 7 ბავშვის ტანსაცმლის რეცხვა ცივ წყალში და საშინელ პირობებში უწევდა!
ასევე, შემოწირული თანხით ბავშვებისთვის ორსართულიანი საწოლი ვიყიდეთ. ახლა მათ აღარ მოუწევთ იატაკზე ძილი. პატარები სიხარულისგან ხტუნავდნენ, როდესაც ფონდის თანამშრომლებმა მათ საწოლი აუწყვეს.
ასევე ოჯახისთვის შევიძინეთ გაზქურა, წამლები ბავშვებისთვის და პროდუქტები.
თუ გაქვთ საშუალება კიდევ ერთხელ დაეხმაროთ ამ ოჯახს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ძოძუაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ru/donate/132/
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრებო! თქვენ სამყაროს უკეთესობისკენ ცვლით!
©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.