ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ნუცა ბუზალაძე და ქეთი ხატიაშვილი სტუმრად მცირე საოჯახო ტიპის სახლში.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ
მყოფ თბილისის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან სტუმრად იყვნენ მოსულები
მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი. მათ ბავშვებს ბევრი საჩუქარი
მოუტანეს, ითამაშეს მათთან, ასევე ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. ნუცამ ბავშვებთან
ერთად იმღერა. პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისინი აღფრთოვანდნენ ნუცას ხმით.

ქეთიმ და ნუცამ კარგი დრო გაატარეს ბავშვებთან ერთად და მათთან
სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ბავშვებმა ნუცას და ქეთის უმღერეს და მისთვის შეასრულეს
ქართული ხალხური ცეკვები.

ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან, რომ ნუცას და ქეთის
სახით უფროსი მეგობარი შეიძინეს. დიდი მადლობა გოგოებო ჩვენი პატარების გახარებისთვის!

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები