ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დახმარება მაყვალა გვენცაძეს

მეგობრებო, მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ მარტოხელა ადამიანებისთვის სიკეთეს არ იშურებთ!

„სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარს, მაყვალა გვენცაძეს თქვენ უკვე მეორედ გაუწოდეთ დახმარების ხელი! მეუღლის ავადმყოფობის და გარდაცვალების შემდეგ, ქალბატონი მაყვალა იძულებული გახდა ყველაფერი გაეყიდა და საცხოვრებლად ავტოფარეხში გადასულიყო.

ბევრმა თქვენგანმა მისი ისტორია (https://fsp.ge/ge/projects/finished/109-garazh-na-dvoih/) გულთან ახლოს მიიტანა და ჩვენი ფონდის ანგარიშზე 483 ლარი ჩარიცხა. ამ თანხით ჩვენ შევძელით ქალბატონი მაყვალასთვის სახურავის გადახურვა, პატარა მაცივრის და პროდუქტების შეძენა.

მეორედ ქალბატონი მაყვალას დასახმარებლად 159 ლარი ჩაირიცხა! ამ თანხით საკვები პროდუქტები შევიძინეთ: ხორცი, ყველი, კარაქი, ბოსტნეული და ხილი.

მადლობა მეგობრებო, თქვენს გულისხმიერებას საზღვარი არ აქვს!

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ჩვენი ფონდის სხვა ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მოხუცების დახმარება) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ru/donate/88/

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები