ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

გურამ მღებრიშვილის დახმარების ანგარიში

მეგობრებო, „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარის, გურამ მღებრიშვილის ისტორიამ გულგრილი არავინ დატოვა. 70 წლის ბატონი გურამი პარალიზებულია და საწოლსაა მიჯაჭვული. მასზე მეუღლე ლენა ზრუნავს. ბოთლიდან ასმევს წყალს, აჭმევს, ბანს, უცვლის…

ოჯახმა, ბატონი გურამის ავადმყოფობის გამო  ყველაფერი გაყიდა რაც კი გააჩნდა. ახლა ისინი ძველი სკოლის შენობაში ცხოვრობენ.

გულისხმიერმა ადამიანებმა ფონდის ანგარიშზე ბატონი გურამის მხარდასაჭერად 1287 ლარი ჩარიცხეს! ამ თანხით ოჯახს საჭირო ნივთები ვუყიდეთ, რომლების შეძენასაც ისინი თქვენი დახმარების გარეშე ვერასოდეს შეძლებდნენ. ახლა ბატონ გურამს ახალი საწოლი აქვს. ყოფილ საკლასო ოთახში ჩვენ მათ ახალი რკინის კარი დავუმონტაჟეთ. ასევე შევიძინეთ სამზარეულო ტექნიკა, ჰიგიენური საშუალებები, პროდუქტები და წნევის საზომი აპარატი.

მეგობრებო, ყოველთვის ისეთი გახარებულები ყოფილიყავით,  როგორც თქვენ ეს უმწეო ოჯახი გაახარეთ!

თუ გაქვთ საშუალება კიდევ  ერთხელ დაეხმაროთ ბატონ გურამს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გურამ მღებრიშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან  www.fsp.ge/ge/donate/139/