ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ბავშვების საზაფხულო დასვენება ქობულეთში

მეგობრებო, ჩვენი ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ წლების
განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საზაფხულო არდადეგებს აწყობს. წელსაც
არ დავარღვიეთ ეს ტრადიცია.
ამ ზაფხულს ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის
10 აღსაზრდელმა ერთი თვე ქობულეთში დაისვენა. ჩვენი ბავშვები მთელი წლის განმავლობაში
კარგად სწავლობდნენ, წარმატებებს მიაღწიეს სპორტში, მიიღეს დიპლომები სასკოლო ოლიმპიადებზე
და კარგი დასვენება დაიმსახურეს.
პატარებისთვის ეს ნამდვილი დღესასწაული იყო. მათთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი
ღონისძიებები. ბავშვები დადიოდნენ ექსკურსიებზე, ბოტანიკურ ბაღში, კინოში, ერთობოდნენ
საზღვაო ატრაქციონებით, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მათზე გასართობმა პარკმა
„ციცინათელამ“ მოახდინა.
გართობის პარალელურად აღმზრდელები ბავშვების განათლებაზეც ზრუნავდნენ. ბავშვებს მათემატიკის
და ქართული ენის გაკვეთილებს უტარებდნენ.
მოგონებები ქობულეთში გატარებული საზაფხულო არდადეგების შესახებ ბავშვებს დიდი ხნის
განმავლობაში გაყვებათ!
„სოციალური პარტნიორობა“ მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი
ბავშვების გახარებას! ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მათ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ!