ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ანგარიში მარიამ ლალიაშვილის დახმარების შესახებ

მეგობრებო, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ, რომ გვეხმარებით და უამრავ ადამიანს მხარში უდგახართ.

ამჯერად თქვენ ჩვენი ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარს – მარიამ ლალიაშვილს გაუწოდეთ დახმარების ხელი. მარიამი ფილოლოგია და 31 წლის განმავლობაში ინსტიტუტში ქართულ ენას ასწავლიდა. სამი წლის წინ მისი მშვიდი ცხოვრება უეცარმა ავადმყოფობამ შეცვალა.

ჩვენი ფონდის ანგარიშზე, ქალბატონი მარიამისთვის 1529 ლარი ჩაირიცხა. ამ თანხით ჩვენ მას მედიკამენტები, გაზქურა, მაცივარი, თეთრეული და პროდუქტები ვუყიდეთ.

მარიამი ძალიან ბედნიერი იყო ასეთი ყურადღებით!

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ჩვენი ფონდის სხვა ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: შინმოვლა) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/88/