მეგობრებო, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენმა ფონდმა „სოციალურმა პარტნიორობამ“ საქველმოქმედო აქცია გამართა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშებისთვის სასკოლო ნივთების შესაძენად.
გულისხმიერმა ადამიანებმა ბავშვების დასახმარებლად ჩვენი ფონდის ანგარიშზე 1553 ლარი ჩარიცხეს. ამ თანხით ჩვენ 40 ბავშვისთვის ნამდვილი დღესასწაული მოვაწყეთ!
ეს ბედნიერი დღე, უამრავი საჩუქარი, სახალისო თამაშები და უგემრიელესი ნუგბარი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება პატარების მეხსიერებაში.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა არაჩვეულებრივი საჩუქრებისთვის და დიდი ფასდაკლებებისთვის!
– მადლობა „ფან ბასის“ მეგობრულ ჯგუფს, რომლებმაც მთელი დღის განმავლობაში პატარები ათასნაირი კონკურსებით, საინტერესო თავსატეხებით და სპორტული თამაშებით გაართეს.
– მადლობა ყველასათვის საყვარელ ზალიკო სულაკაურს, რომელმაც პატარებს მხიარული ხატვის გაკვეთილი ჩაუტარა.
– მომღერლები ლენკა ზვიადაძე, ანა ვახტანგაძე, ბოკა კვეკვესკირი და აკა პაპუნიდი ბავშვებს თავიანთი სიმღერებით ახალისებდნენ.
– ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში რევაზ ლაშხმა ბავშვებს სკოლის დაწყება მიულოცა.
– კომპანიებმა „ედელვეისი“, „ავოკადო“ და „პინგო“ გემრიელი ნუგბარით გაუმასპინძლდნენ შეკრებილ პატარებს.
– კომპანიებმა „სქაილანთერმა“ და „აირარტმა“ საღამო ბუშტებით გაალამაზეს.
– ინტერნეტ მაღაზიამ „ვიშლისტი“ ბავშვებისთვის სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები გადმოგვცა. უღრმესი მადლობა მათ ასეთი არაჩვეულებრივი საჩუქრებისთვის!
– სათამაშოების მაღაზია „ჭიტამ“ ბავშვები საჩუქრებით უზრუნველყო.
შეხედეთ ამ ბავშვების სახეებს, მათი ღიმილი თქვენ გულებს გაათბობს და გაახარებს. თქვენ ამ პატარებს სიკეთის რწმენა და მომავლის იმედი აჩუქეთ!