ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ანგარიში ირაკლი მელიქიძის დახმარების შესახებ

მეგობრებო, ჩვენ ირაკლი მელიქიძის შესახებ გიამბეთ. მისი ტრაგიკული ისტორია ბევრმა თქვენგანმა გულთან ახლოს მიიტანა.

ორი წლის წინ, ირაკლიმ სკოლა დაამთავრა და ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავდა. მაგრამ მდინარეში გადახტომისას მან ხერხემლის ტრავმა მიიღო. ექიმები არ აძლევდნენ არანაირ გარანტიას, მაგრამ ღვთის წყალობით ირაკლი გადარჩა. ირაკლის სამკურნალოდ ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა და სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად მათ თანხა აღარ აქვთ.

ჩვენი ფონდის ანგარიშზე, ირაკლის დასახმარებლად 1840 ლარი ჩაირიცხა. ამ თანხით, ჩვენი ფონდის პარტნიორი კლინიკა ,,სკენარის“ დახმარებით, ირაკლის სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსი დავუფინანსეთ ასევე შევუძინეთ ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი.

დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ირაკლის ისტორია და გვერდში დაუდგა მას!

თუ გაქვთ საშუალება კიდევ ერთხელ დაეხმაროთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ირაკლი მელიქიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/141/