ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჩერმოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარებს სასტუმრო მერკურიმ წვეულება მოუწყო

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო
ფონდი ოთხ წელიწადზე მეტია ზრუნავს 600 მარტოხელა, სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ ადამიანზე
და ცდილობს რომ მათ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

ზოგიერთი მათგანი დიდი ხანია
მარტოდმარტო ცხოვრობს და მხოლოდ ჩვენი ფონდის თანამშრომლებთან ურთიერთობით იგებს გარესამყაროს
ამბებს.

მათ სიხარულს საზღვარი არ
ჰქონდა, როდესაც ჩვენი ფონდის პარტნიორმა და მეგობარმა – სასტუმრომ „მერკური“ ისინი
სადილზე თავის რესტორანში დაპატიჟა. ეს მათთვის ნამდვილი დღესასწაული იყო.

მოხუცები საუბრობდნენ ერთმანეთთან,
იხსენებდნენ ძველ დროს. სპეციალურად მათთვის ვიოლინო უკრავდა, რომლის არაჩვეულებრივი
მელოდია ჩვენს საყვარელ ბებიებს და ბაბუებს მათ ახალგაზრდობას ახსენებდა.

რესტორანში შეკრებილმა სტუმრებმა
თავისი ლექსები წაიკითხეს, ეს მათთვის დაუვიწყარი დღე იყო. მათ აღნიშნეს, რომ თავიანთი
ასაკი და სნეულებებიც კი დაავიწყდათ.

წვეულების დასასრულს, ჩვენი
ფონდის ბენეფიციარებმა საჩუქრები მიიღეს სასტუმროსგან „მერკური“ – ტკბილეული და სამახსოვრო
სუვენირები. ასევე მათ გადაეცათ „ფილიპ მორის საქართველოს“ თანამშრომლების ინიციატივით
ჩატარებული აქციის ფარგლებში შეგროვებული ნივთები: ჩაიდნები და თბილი ჟაკეტები.

დიდ მადლობას მოგახსენებთ
ყველას, ვინც ამ არაჩვეულებრივი საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა! განსაკუთრებით
სასტუმრო „მერკურის“ ხელმძღვანელობას და პერსონალს. თქვენ ყველასგან დავიწყებულ მოხუცებს
ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეთ, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამახსოვრდებათ!