ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ლიზა ყენია სტუმრად ჩვენს ბავშვებთან

ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფ მცირე საოჯახო ტიპის სახლს ხშირად სტუმროენ ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ადამიანები.
ამჯერად ბავშვები ლიზა ყენიამ გაახარა. მათ ერთად იმღერეს, იცეკვეს და ბევრი ისაუბრეს. ლიზამ ბავშვებს უთხრა, რომ აუცილებლად კარგად უნდა ისწავლონ, რომ წარმატებული ადამიანები გახდნენ და შემდეგ სამშობლოს გამოადგნენ!
საღამოს, თამაშით დაღლილებმა, გემრიელად ივახშმეს და მომავალი შეხვედრის იმედით ერთმანეთს დაემშვიდობნენ. 
მადლობა ლიზა, რომ ჩვენი პატარები გაახარე! მათ ხომ ძალიან ცოტა სჭირდებათ სრული ბედნიერებისთვის!