12 მარტს „ისთ ფოინთის“ ბოულინგ ცენტრში „ლებოვსკი“ თბილისის მერიის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატურნირი-აქცია „ბავშვები ჩვენი მომავალია“.
მასში ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა.
ამ სახალისო ტურნირში მონაწილეობა.მიიღეს ასევე ჩერნოვეცკის ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლის და ასევე ფონდის მზრუნველობის მყოფი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებმა. მათ ძალიან იხალისეს, აზარტულად ითამაშეს და ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეს. ტურნირის დასასრულს, პატარებმა სამახსოვრო საჩუქრები იიღეს ტურნირის მონაწილეებისგან და სპონსორი კომპანიებისგან.
ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი გვილავას თქმით, მსგავსი ტიპის აქციების ჩატარება ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და მსგავს ინიციატივებს მერია მომავალშიც ყოველთვის მხარს დაუჭერს.
გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც ამ კეთილშობილურ ინიციატივას დაუჭირეს მხარი და ბავშვებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქეს!
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პარტნიორები იყვნენ „კამპა“, „პალიტრა მედია“, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია, “Lo Vision”, Royal Group, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია. მათ ბავშვები საჩუქრებით აავსეს!