ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჩვენ ასე აღვნიშნეთ დედაენის დღე

მეგობრებო, 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები დედაენის ბაღში შეიკრიბნენ. მათ ქართული ენის პედაგოგმა საინტერესო ისტორიები უამბო ქართული ენის წარმოშობის, მისი უნიკალურობის და სიძველის შესახებ.
ჩვენი ფონდის 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლში, კომფორტული საცხოვრებელი პირობების გარდა, დიდი ყურადღება ექცევა ბავშვების განათლებას! აღმზრდელები და პედაგოგები ცდილობენ გამოავლინონ ბავშვების მრავალმხრივი ნიჭი, რომ ისინი განათლებულ და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და თვითონ შეიქმნან მომავალი!
მადლობას ვუხდით ჩვენს გულისხმიერ კოლექტივს – თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის დიდ საქმეს აკეთებთ. გვჯერა, რომ ის ცოდნა, რომელსაც თქვენ ამ პატარებს უზიარებთ, მომავალში მათ სწორ გზას აპოვნინებს და ცხოვრებაში ძალიან გამოადგება.
თუ გაქვთ საშუალება მხარში დაუდგეთ მშობლის მზრუნველობას მოკლებულ პატარებს და ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მცირე საოჯახო ტიპის სახლები)
ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/90-family/
ჩვენი ქვეყნის მომავალი ხომ ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, რასაც თითოეული ჩვენგანი ამ ბავშვებისთვის გააკეთებს დღეს!