ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ეძღვნება გარდაცვლილ ბენეფიციართა ხსოვნას

თითოეული ადამიანი, რომელზეც ჩერნოვეცკის ფონდი ზრუნავს, დროთა განმავლობაში ისეთივე ახლობელი ხდება ჩვენთვის, როგორც ნათესავი; ჩვენ განვიცდით, ვღელავთ და მის მიერ გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული თუნდაც ერთი ნაბიჯი, ჩვენთვის  უკვე დიდი სახარულია; აი, მისი გარდაცვალება კი მთელი ფონდის საერთო ტკივილს წარმოადგენს.

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს კიდევ რამდენიმე კეთილ ადამიანს დავემშვიდობეთ და გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი მწუხარება. ეს ადამიანები მარტოხელანი იყვენენ, მაგრამ მათ სიცოცხლეში დაიმსახურეს პატივისცემა და ნამდვილად რომ ხსოვნის ღირსნი არიან.

ლიზა გაბლიანი, 1926 წ. დაბადებული, პროფესიით პედაგოგი, საინტერესო ცხოვრება განვლო, თუმცა გადატანილმა ინსულტმა ლოგინად ჩააგდო. ჩვენი თანამშრომლები უვლიდნენ მას, აკეთებდნენ ყველაფერს წვალების შესამსუბუქებლად, ქალბატონი ლიზა გარდაიცვალა გულ–ფილტვის უკმარისობისგან.

ზაქარია ჩოხელი, 1939 წ. დაბადებული, პროფესიით მძღოლი, დიაბეტის გამწვავების შედეგად დაკარგა ორივე ფეხი.  ჩვენთან აღრიცხვაზე იყო 2013 წლიდან. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი ფონდის ექთნები დადიოდნენ მასთან სახლში და უტარებდნენ გადახვევებს, კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბატონი ზაქარია გარდაიცვალა საავადმყოფოში გულ–ფილტვის უკმარისობისგან.

თამარ რობაქიძე,1929 წ. დაბადებული. ჩვენ მას ვეხმარებოდით 2015 წლიდან, ვუტარებდით ჰიგიენურ პროცედურებს, შუამავლობას ვუწევდით სახელმწიფო სამსახურებთან კუთვნილი დახმარების მიღების მიზნით.

ლევან გეგიძე, 1976 წ. დაბადებული, თავის ტრავმის შემდეგ ჩავარდა სავალალო მდგომარეობაში, მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გივი მამალაძე, 1929 წ. დაბადებული, პროფესიით გეოლოგი. მთელი ცხოვრება შეალია  მის საყვარელ საქმეს. ჩვენი ფონდი მასზე და მის სნეულ მეუღლეზე 2013 წლიდან ზრუნავდა, უტარდებოდა სამედიცინო და ჰიგიენური პროცედურები, მასთან ფსიქოლოგიური მუშაობაც ტარდებოდა.

ამ ადამიანებს არავინ დარჩათ… ილოცეთ მათთვის ჩავენთან ერთად! ისინი კარგი და ღირსეული ადამიანები იყვნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები!.

მოგიწოდებთ, რომ იზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც სიბერეს საშინელ სიღარიბეში ატარებენ და, შესაძლოა, უკანასკნელ დღეებს  ითვლიან. პატარა, თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელ დახმარებამ შეიძლება ისინი სიკვდილს აარიდონ!

თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ფინანსურად დაეხმაროთ მარტოხელა და სნეულ ადამინებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შინ მოვლა) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/197-home-care/.

ფოტო–ანგარიშს ქველმოქმედი ადამიანების მონაწილეობით  ჩერნოვეცკის ფონდის მიერ გაწეული დახმარების თაობაზე,  ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.