ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

გილოცავთ დაბადების დღეს!

მეგობრებო, გვინდა მთელი სულით და გულით დაბადების დღე მივულოცოთ აპრილში, გაზაფხულის ამ შესანიშნავს თვეს დაბადებულ ჩვენს საყვარელ ბენეფიციარებს!  გვინდა ვუსურვოთ მათ ჯანმრთელობა, დიდი ხნის სიცოცხლე და ულევი სიხარული! 
ჩვენ სიტყვას ვიძლევით, რომ არ მოვაკლებთ მათ მზრუნველობას, სითბოს და სიყვარულს! 
1.ვარამაშვილი ლიანა, 1 აპრილი, 68 წლის
   ლიანა ვარამაშვილს 1 აპრილს 68 წელი შეუსრულდა. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა ქირურგად და არაერთი ავადმყოფი ადამიანი დაუყენებია ფეხზე…თუმცა, მას შემდეგ რაც მისი ქალიშვილი ავტოავარიაში მოყვა და საწოლს მიეჯაჭვა, ლიანას სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია, რამეთუ გოგონას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებოდა…     
     სამწუხაროდ, ამ ოჯახმა ბინა დაკარგა და ახლა თავს აფარებს ერთ ციცქნა ოთახს, რომელსაც ქირაობს… ლიანას აწუხებს ჰიპერტონია, გულის იშემიური გულის დაავადება, დღითიდღე უარესდება მისი მხედველობა, რის გამოც უჭირს გადაადგილება. ძლიან წუხს, რომ მის ქალიშვილს მომვლელი მის გარდა არავინ ჰყავს…ოჯახი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით. 
2. არღვლიანი ნოდარი, 2   აპრილი, 59 წლის 
   ნოდარ არღვლიანს 2 აპრილს 59 წელი შეუსრულდა. სანამ ჰქონდა ძალ-ღონე, მშენებლობაზე მუშაობდა, არჩენდა ოჯახს. იგი 7 შვილის მამაა! 15 წლის წინ მოხდა ტრაგედია, იგი ხიდან ჩამოვარდა, ხერხემალი დაიზიანა და საწოლს მიეჯაჭვა. 
მამის ავადმყოფობის გამო, შვილებმა მუშაობა ადრეული ასაკიდან დაიწყეს, თუმცა პერიოდულად სამსახურში მოწყობის პრობლემები ექმნებოდათ. 
ნოდარი ამჟამად დეპრესიაში იმყოფება, ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რომ შრომისუუნაროა და ვერაფრით ეხმარება ოჯახს, რომელსაც მატერიალურად უჭირს და საჭიროებს მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს. ჩვენმა ფონდი ნოდარს სისტემატურად გადაუდებელ ჰიგიენურ პროცედურებს უტარებს. 
3. მესხიშვილი ლუდმილა, 19 აპრილი, 93 წლის 
   
   ლუდმილა მესხიშვილს 19 აპრილს 93 წელი შეუსრულდა! ამჟამად იგი მარტოხელაა, თუმცა ასე ყოველთვის არ იყო…36 წლის ასაკში მას ქალიშვილი გარდაეცვალა…
მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ლუდმილა ცდილობს აქტიური ცხოვრებით იცხოვროს, ვარჯიშობს, ყოველთვის ოპტიმისტურად არის განწყობილი, დადის უფასო სასადილოში…
ლუდმილა წარმოადგენს  სულით ძლიერი პიროვნების შესანიშნავ მაგალითს! 
4. სორდია დოდო, 21 აპრილი,  63 წლის 
   დოდო სორდიას 21 აპრილს 63 წელი შეუსრულდა. წლების განმავლობაში იგი მზარეულად მუშაობდა რესტორანში. ამჟამად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სოციალურ სახლში. დოდო მიჯაჭვულია  საწოლს და, შესაბამისად, გადაადგილება არ შეუძლია. მას უვლის საყვარელი მეუღლე, რომელიც არ აკლებს სითბოს და მზრუნველობას. 
ჩვენი ბენეფიციარი უსინათლოა, მოკვეთილი აქვს ერთი ფეხი, აწუხებს დიაბეტი. ეს ოჯახი საჭიროებს დახმარებას მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით. 
5.ჯოხაძე ბეჟანი, 22 აპრილი, 82 წლის 
   ბეჟან ჯოხაძეს 22 აპრილს 82 წელი შეუსრულდა. უკვე მერვე წელია, რაც იგი საწოლს არის მიჯაჭვული. მას უვლის მეუღლე -კლარა, რომელიც ასევე ჩვენი ფონდის ბენეფიციარია.  ასაკის და ავადმყოფობის გამო მას არ შეუძლია სათანადო დახმარება აღმოუჩინოს მეუღლეს. ჩვენი ექთნები სისტემატურად აკითხავენ ბეჟანს და გადაუდებელ სამედიცინო პროცედურებს უტარებენ. ხანდაზმული ოჯახი მატერიალურად არ არის უზრუნველყოფილი. ეს ადამიანები საჭიროებენ მედიკამენტებს და საკვებ პროდუქტებს. 
6.ავალიანი ვასასი , 26 აპრილი,  102 წლის
    ვასასი ავალიანს 26 აპრილს შეუსრულდა 102 წელი! იგი არის ჩვენი ართ-ერთი ყველაზე უხუცესი ბენეფიციარი! ვასასი აფხაზეთიდან დევნილია, წლების განმავლობაში მუშაობდა ოჩამჩირის ცაის ფაბრიკაში…. 
დღეს ეს უხუცესი ქალბატონი მიჯაჭვულია საწოლს, ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში. მას უვლის დისშვილი, რომელსაც ერთი წლის წინ გარდაეცვალა ქალიშვილი. ამ ტრაგედიამ ძალიან იმოქმედა ხანდაზმულ ქალბატონზე…  ოჯახი საჭიროებს დახმარებას მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით. 
7.ჭყონია მერი,  8 აპრილი, 78 წლის
   მერი ჭყონიას 8 აპრილს 78 წელი შეუსრულდა. იგი ცხოვრობს ქალიშვილთან და შვილიშვილთან გაუსაძლის პირობებში. ქალიშვილი – პირველი ჯგუფის ინვალიდია, შვილიშვილი – სტუდენტი. მერიმ ბარძაყის ძვალი მოიტეხა და მას შემდეგ საწოლს არის მიჯაჭვული. ეს ოჯახი ძალზე საჭიროებს დახმარებას, პირველ რიგში მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით. 
8.მარია ზღაპარაძე, 14 აპრილი, 85 წლის
14 აპრილს მარია ზღაპარაძეს 85 წელი შეუსრულდა.  ეს ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს ნახევრად დანგრეულ სახლში ქალიშვილთან ერთად, რომელსაც არ აქვს საშუალება სამსახურში გავიდეს, რამეთუ დედას ვერ ტოვებს მარტო. 
მარიამ გადაიტანა იშემიური ინსულტი, დაავადებულია პნევმონიით…ამ ოჯახს ძალიან უჭირს მატერიალურად და საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით. 
9. იამპოლსკი გრიგორი, 19 აპრილი, 53 წლის
   გრიგორი იამპოლსკის 19 აპრილს შეუსრულდა 53 წელი. იგი პირველი ჯგუფის ინვალიდია, იბრძოდა აფხაზეთში და არის  ომის ვეტერანია. მისი დედაც ინვალიდია. მას სულ უფრო და უფრო უჭირს ავადმყოფი შვილის მოვლა. სამწუხაროდ, იგი მეუღლემ მიატოვა და შვილიც თან წაიყვანა. გრიგორი საჭიროებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს და რეაბილიტაციის კურსს.
10.რევაზ არზუმანოვი, 25 აპრილი, 67 წლის
რევაზ არზუმანოვს 25 აპრილს 67 წელი შეუსრულდა. გადატანილი ინსულტის შემდეგ იგი საწოლს მიეჯაჭვა, ცხოვრობს ძმის ოჯახში, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის. მათზე ზრუნავს ძის მეუღლე, თავად რევაზს არ ჰყავს საკუთარი ოჯახი.  ეს ადამიანები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ და საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით.
11.პაპავა ვენერა, 25 აპრილი, 81 წლის 
   ვენერა პაპავას 25 აპრილს 81 წელი შეუსრულდა. იგი მარტო დარჩა მას შემდეგ, რაც მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა – გარდაიცვალნენ მისი მეუღლე და შვილი. ამან დეპრესიაში ჩააგდო ეს ხანდაზმული ქალი და საშინელი გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე. ვენერა პაპავას აწუხებს უამრავი დაავადება, მაგრამ არ აქვს მკურნალობის საშუალება, საჭიროებს დახმარებას მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით. 
12.ისაკ მურადოვი, 17 აპრილი, 63 წლის 
    ისაკ მურადოვს 17 აპრილს 63 წელი შეუსრულდება. სანამ იყო ჯანმრთელი, მუშაობდა, არჩენდა ოჯახს, ააშენა სახლი. მას შემდეგ კი რაც რამდენჯერმე ინსულტი გადაიტანა, უჭირს გადაადგილება და სხვაზეა დამოკიდებული.  საბედნიეროდ, იგი არ არის მარტოხელა და მას ივლიან მეუღლე და შვილები, თუმცა ოჯახი საჭიროებს მატერიალურ დახმარებას!
..
13.ნანული კოჭლაძე, 17 აპრილი, 80 წლის 
   ნანული კოჭლაძეს 17 აპრილს 80 წელი შეუსრულდება. მას მოკვეთილი აქვს ორივე ფეხი, ცხოვრობს ქალიშვილთან, რომელიც მზრუნველობას არ აკლებს დედას.  ნანული წლების განმავლობაში მუშაობდა მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგად. მიუხედავად მისი უძნელესი ყოფისა, იგი არ კარგავს სიცოცხლისადმი ინტერესს, ცდილობს არ ჩავარდეს დეპრესიაში და განაგრძოს ბრძოლა სიცოცხლისთვის. ოჯახი საჭიროებს მატერიალურ დახმარებას. 
14. მარიამ თოდაძე , 1 აპრილი, 71 წლის
 მარიამ თოდაძეს 1 აპრილს შეუსრულდა 71 წელი. პროფესიით არის მუსიკოსი. ამჟამად ცხოვრობს სიღარიბეში, უჭირს გადაადგილება, მას აწუხებს სხვადასხვა სახის დაავადება. ჩვენი ფონდის  ექთნები პერიოდულად ეხმარებიან მას სახლის დალაგებაში, უტარებს ჰიგიენურ პროცედურებს. საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით.
15.ვლადიმერ მაისურაძე, 7 აპრილი, 31 წლის 
 ვლადიმერ მაისურაძეს აპრილს 31 წელი შეუსრულდა. მას ფეხები პარალიზებული აქვს და საწოლს არის მიჯაჭვული. ვლადიმერს ტრაგედია შეემთხვა – მდინარეში გადახტომის დროს დაიზიანა ხერხემალი და ქვედა კიდურები წაერთვა. ამ ახალგაზრდა კაცს უვლიან დედა და დები, თუმცა ოჯახი სოციალურად დაუცველია, მატერიალურად ძალიან უჭირთ, ბენეფიციარი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით. ოჯახს საკუთარი საცხოვრებელიც კი არ გააჩნია, ისინი ცხოვრობენ ყოფილი სკოლის შენობაში. 
16. ნათელა თვაური, 19 აპრილი, 93 წლის 
  ნათელა თვაური ჩვენი ერ-ერთი ყველაზე უხუცესი ბენეფიციარია. მას 19 აპრილს 93 წელი შეუსრულდა! პროფესიით ნათელა მოცეკვავე იყო, წლების განმავლობაში ანსამბლში ცეკვავდა და დღემდე შემოინახა მიმზიდველი იერი. მისი თვალები ახლაც ისე ანათებენ, როგორც ადრე  დიდ სცენაზე! 
ნათელა თვაური საკმაოდ პოზიტიური ადამიანია. ამჟამად იგი საჭიროებს დახმარებას მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით.
   
17. ტყებუჩავა მედიკო, 20 აპრილი, 78 წლის 
   მედიკო ტყებუჩავას 20 აპრილს 78 წელი შეუსრულდა. უკვე დიდი ხანია რაც ვერ მუშაობს, რადგან უამრავი დაავადება აწუხებს, მათ შორის ართროზი და ვენების უკმარისობა, ძალიან უჭირს ოთახში გადაადგილება. 
   მედიკო მარტოხელაა, მიზერული პენსია მას მხოლოდ ელემენტარული წამლების და პურის საყიდლად თუ ჰყოფნის. საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით.     
18.ნაკაშიძე იზოლდა, 26 აპრილი, 66 წლის 
   იზოლდა ნაკაშიძეს 26 აპრილს 66 წელი შეუსრულდა. მას აწუხებს სკლეროზი და კატარაქტა, უჭირს გადაადგილება ოთახში. მიუხედავად ამისა, ცდილობს რომ საცხოვრებელი სისუფთავესა და წესრიგში ჰქონდეს. მედიკო მარტოხელაა, მიზერული პენსია მას მხოლოდ ელემენტარული წამლების და პურის საყიდლად თუ ჰყოფნის. საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით.   
19. იური ზუბკოვი, 27 აპრილი, 60 წლის
    იური ზუბკოვს 2 აპრილს 80 წელი შეუსრულდა. მთელი ცხოვრება ფიზიკურ შრომას ეწეოდა. გადატანილი ინსულტის შემდეგ, იგი საწოლს მიეჯაჭვა. ჩერნოვეცკის ფონდი პერიოდულად ეხმარება მას. მაგალითად, ჩვენი მეთოდისტების მიერ ჩატარებულმა ვარჯიშების კურსმა, გახადა შესაძლებელი, რომ იურის ახლა შეუძლია წამოჯდომა. როგორც თავად ამბობს, ეს დიდი მიღწევაა!  იგი ცხოვრობს ძალიან მძიმე პირობებში საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით.   
20. მზია კვინიკაძე, 29 აპრილი, 80 წლის
    მზია კვინიკაძეს 29 აპრილს 80 წელი შეუსრულდა. იგი არის სამაჩაბლოდან დევნილი, დაკარგა სახლი და ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. მზიამ ბარძაყის ძვალი დაიზიანა და ამჟამად ძალიან უჭირს გადაადგილება, ვერ აღიქვამს სივრცეს და საჭიროებს მუდმივ ყურადღებას. ბენეფიციარს უვლის მეუღლე, თუმცა მატერიალური სიდუხჭირის გამო, არ აქვს საშუალება შეიძინოს აუცილებელი წამლები და საკვები პროდუქტები.   
   
21.გრანუშ სუმბათიანი, 29 აპრილი, 85 წლის 
    გრანუშ სუმბათიანს 1 აპრილს  შუსრულდა 85 წელი. ერთ დროს იგი ძალიან აქტიური ქალბატონი იყო, თუმცა გადატანილი ინსულტის შემდეგ ფაქტიურად საწოლს მიეჯაჭვა.  მას ძალიან აწუხებს ვენების დაავადება. ჩვენი ფონდის ექთნები პერიოდულად აკითხავენ და უწევენ გადაუდებელ დახმარებას სამედიცინო პროცედურების სახით.  ცხოვრობს ქალიშვილთან, რომელიც უმუშევარია, არ აქვს საშუალება შეიძინოს აუცილებელი წამლები და საკვები პროდუქტები.   
22.  ლეილა გელაშვილი, 1 აპრილი, 82 წლის
ლეილა გელაშვილს 1 აპრილს 82 წელი შეუსრულდა. მხედველობის დაკარგვის შემდეგ  გადაადგილდება მხოლოდ ყავარჯნით. მან აგრეთვე თეძოს ბარძაყიც დაიზიანა და ძალიან უჭირს გადაადგილება ოთახში. მას მატერიალურად  უჭირს, საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით. 
23.ზაალიშვილი ზაალი, 5 აპრილი, 57 წლის 
   ზაალ ზაალიშვილს 5 აპრილს 57 წელი შეუსრულდა. იგი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, დაავადებულია ეპილეფსიით, გადატანილი აქვს ინსულტი. მას უვლის დედა და ძმები. არ კარგავს ოპტიმიზმს და განაგრძობს ბრძოლას სიცოცხლისთვის.  მის ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით. 
24.ვენერა ბესიაშვილი, 13 აპრილი, 69 წლის 
ვენერა ბესიაშვილს 13 აპრილს 69 წელი შეუსრულდა, იგი საწოლს არის მიჯაჭვული და მთლიანად არის სხვაზე დამოკიდებული. მას უვლის შვილი და საკუთარი და.  ვენერას ლაპარაკი ძალიან უჭირს, პერიოდულად ძალიან განიცდის მის უმწეო მდგომარეობას, თუმცა მზრუნველი ოჯახი ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეუძლია. სამწუხაროდ, მათ მატერიალურად უჭირთ. ვენერა ბესიაშვილი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით.   
25.მაია კობახიძე , 14  აპრილი, 47 წლის 
    მაია კობახიძეს 14 აპრილს 47 წელი შეუსრულდა. იგი პირველი ჯგუფის ინვალიდა და მიჯაჭვულია ეტლს, ხშირად იმყოფება ღრმა დეპრესიაში, უვლის დედა, რომელიც არ აკლებს სითბოს და მზრუნველობას.  მათ ახლა ძალიან უჭირთ. მაია საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით.   
26.ჩიკვაიძე ჟუჟუნა, 14 აპრილი, 82  წლის 
     ჟუჟუნა ჩიკვაიძეს 14 აპრილს 82 წელი შეუსრულდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ექიმ-ლაბორანტად. ამჟამად უამრავი დაავადებით არის დაავადებული და გადაადგილება მხოლოდ ყავარჯნის მეშვეობით შეუძლია. მას არასდროს ჰყოლია ოჯახი და ახლა სრულიად მარტოა.  საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით.   
27. ფიცხელაური იულია, 18 აპრილი, 78 წელი
იულია ფიცხელაურს 18 აპრილს 78 წელი შეუსრულდა. წლების განმავლობაში იგი მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. ერთ დროს აქტიური ქალბატონი ახლა სხვაზეა დამოკიდებული და საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია. მას აწუხებს უამრავი დაავადება, გადაიტანა რამდენიმე ოპერაცია. სამწუხარო ფაქტი კიდევ ის არის, რომ მისი შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია. ოჯახს ძალიან უჭირს. იულია საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით.   
28. კაციტაძე იური, 22 აპრილი, 68 წლის
     იური კაციტაძეს 22 აპრილს 68 წელი შეუსრულდა. იგი დაავადებულია დიაბეტით, თირკმლების უკმარისობით, დაკარგა მხედველობა, მოკვეთილია აქვს ქვედა კიდური. იურის მეუღლე უვლის, რომელიც არ აკლებს მას სითბოს და მზრუნველობას, თუმცა ოჯახს არ გააჩნია აუცილებელი მედიკამენტების შეძენის საშუალება, მათ ძალიან უჭირთ. 
29.ედიშერაშვილი გიორგი, 29 აპრილი, 40 წლის 
გიორგი ედიშერაშვილს 29 აპრილს 40 წელი შეუსრულდა. ბოლო წლები იგი ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ფიზიკურ შრომას ეწეოდა.  შვებულების დროს იგი საქართველოში ჩამოვიდა, სადაც მას უბედური შემთხვევა შეემთხვა: იგი იპოვეს ქუჩაში სასტიკად ნაცემი.  უკვე მესამე წელია, რაც გიორგი კომაში იმყოფება. უვლის დედა, რომელიც ძალიან განიცდის შვილის ასეთ მდგომარეობას. ოჯახი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტების და საკვები პროდუქტების სახით.