ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ყოველთვის გვემახსოვრებით!

მეგობრებო, დღეს გვსურს, გავიხსენოთ ჩვენი მაისში გარდაცვლილი ბენეფიციარები. ეს ადამიანები მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად შრომობდნენ შვილებისთვის მომავლის შესაქმნელად, მუშაობდნენ სამშობლოს საკეთილდღეოდ, რომელმაც ეს ადამინები მათი სიცოცხლის ბოლოს, პრაქტიკულად, დაივიწყა…
  ძალიან სამწუხაროა, რომ ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩვენი მზურველობის ქვეშ მყოფმა, ამ საყვარელმა ადამიანებმა სრულ სიღატაკეში და უიმედობაში გაატარეს! ჩვენი მედდები რომ არა, ბევრ მათგანს მომვლელიც კი არავინ ჰყავდა! აი, ასეთი მძიმე რამ არის ცხოვრება…
ნათელში განისვენეთ, ჩვენო ძვირფასებო! 

    ჩვენი ბენეფიციარი ქეთევან ლეკიშვილი ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ დაახლოებით 2 წლის მანძილზე იმყოფებოდა. ოდესღაცთავად ქეთევანი იყო ექიმი და ტავისი ოაციენტების დიდი იმედი გახლდათ… ვინ იფიქრებდა, რომ ეს კეთილი და სიცოცხლის მოყვარული ქალი ცხოვრების უკანასკნელ წლებში მძიმედ დაავადდებოდა და თავად გახდებოდა დამოკიდებული სხვებზე!
მოხუცმა ინსულტი გადაიტან, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ასევე მიღებული ჰქონდა მხრის ძვლის მოტეხილობა.
მადლობა უფალს, რომ ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც დედას საწოლს ერთი წუთითაც არ შორდებოდა და უვლიდა. ჩვენი მედდები ეხმარებოდნენ მას ავადმყოფის საბაზისო მოვლაში. 17 მაისს ქეთევანი ძალიან ცუდად გახდა, 21 მაისს კი,  საბრალოგონზემოუსვლელად  საავადმყოფოში გარდაიცვალა…
ლია აფციაური ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ 2 წლის მანძილზე იმყოფებოდა… სანამ ძალა ჰქონდა, ქალი პედაგოგად მუშაობდა, მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი მასწავლებელი იყო. შემდგომ ინსულტი დამეართა და საბრალო საწოლს მიეჯაჭვა, რასაკვირველია, არავითარ სამსახურზე საუბარიც აღარ იყო…
   მოხუცი მარტო ცხოვრობდა, მას ხშირად სტუმრობდა ვაჟი, მაგრამ ძირითადად, ლიაზე ჩვენი მედდები ზრუნავდნენ, რომლებიც ფიზიკურის გარდა, უწევდნენ მორალურ მხარდაჭერასაც… 
   3 მაისს ლიას მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – გული ასტკივდა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, ის 8 მაისს გარდაიცვალა…

    ავთანდილ კუბლაშვილს საოცარი პროფესია ჰქონდა – ის ავიატორი იყო! მრავალი წელი იმუშავა პილოტად, იცხოვრა მეტად საინტერესო და სხვადასხვა მოვლენებით მდიდარი ცხოვრებით! უკანასკნელი წლების განმავლობაში გულის დაავადების გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა…
   ის სრულად გახდა დამოკიდებული სხვებზე. ზოგჯერ არ შეეძლო დროსა და სივრცეში ორიენტირება, მაგრამ წარსული მაინც ძალიან კარგად ახსოვდა – აბა რა იქნებოდა! მან ხომ ოცნების ცხოვრებით იცხოვრა, ვინ იფიქრებდა, რომ სიბერე მისთვის ამდენი სიმწარის და სიღატაკის მომტანი გახდებოდა!
   ძირითადად, ავთანდილს ქალიშვილები უვლიდნენ, ჩვენი მედდები მათ ჰიგიენური პროცედურების ჩატარებაში ეხმარებოდნენ. ასევე, მოხუცი ფონდიდან იღებდა პამპერსებსა და მედიკამენტებს… ავთანდილი 30 მაისს გარდაიცვალა…