ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

გილოცავთ დაბადების დღეს ჩვენო ძვირფასებო

    მეგობრებო, ჩვენს ფონდში უკვე დიდი ხანია გვაქვს შესანიშნავი ტრადიცია – ყოველი თვის დასაწყისში ჩვენ ჩვენს იუბილარ ბენეფიციარებს დაბადების დღეს ვულოცავთ! ნებისმიერი ადამიანისთვის ხომ მცირე  ყურადღებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს – ასეთ ლამაზ დღეს! 
  ყველა ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ადამიანი უკიდეურეს სიღატაკეში ცხოვრობს, მაგრამ მოხარულები ვართ იმით, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მცირედით მაინც დავეხმაროთ და უკეთესი მომავლის იმედი ვაჩუქოთ ყოველ მათგანს!
   თქვენ ყოველივე საუკეთესოს იმსახურებთ, ჩვენო ძვირფასებო! დაბადების დღეს გილოცავთ! მთელი გულით და სულით გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში: ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას – არასდროს დაკარგოთ რწმენა: ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით და უფალიც არასდროს მიგატოვებთ!
1 ივნისს ნინო კერატიშვილს 72 წელი შეუსრულდა. ნინო წლების განმავლობაში მუშაობდა განათლების სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მაგრამ მისი ცხოვრება  მას შემდეგ  შეიცვალა, რაც ნინოს ქალიშვილს მძიმე დაავადება აღმოაჩნდა… ოჯახმა დაუფიქრებლად გაყიდა ყველაფერი – სახლიც, ოღონდ გოგონა გამოჯანმრთელებულიყო. სამწუხაროდ, ის დაიღუპა. ეს საშინელი ტრაგედია ნინოს მეუღლემ ვერ გადაიტანა და მალევე გარდაიცვალა… ამჟამად ნინო ვაჟთან ერთად უსახლკაროა, ნაქირავებ ბინებში დახეტიალობენ. ჰიპერტონია და კუჭის წყლული აწუხებს. ამ წელს უკვე 3 ოპერაციის გაკეთება მოუწია. ოჯახში მხოლოდ ნინოს ვაჟია დასაქმებული, მაგრამ ძალიან მწირი შემოსავალი აქვს. მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ! 
2 ივნისს ლიანა ქირიას 64 წელი შეუსრულდა, ის სრულ სიღატაკეში ცხოვრობს. პირველი ჯგუფის ინვალიდია.ოდესრაც ეს ქალი აფხაზეთსი, შესანიშნავ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ომის დაწყებისთანავე მთელი ოჯახით თბილისში გამოიქცა… დაიწყო ტანჯვისა და მომტაბარეობის წლები… საბედნიეროდ, სულ ცოტა ხნის წინ მისმა ოჯახმა 2 ბინა მიიღო სახელმწიფოსგან და ახლა საწყალს საკუთარი ჭერი მაინც აქვს. მიუხედავად ამისა, ლიანას ძალიან უჭირს. მთლიანად არის დამოკიდებული სხვების დახმარებაზე. ახალ ბინებში მხოლოდ შიშველი კედლებია – ვერც ლიანას ქალიშვილი და ვერც ვაჟი სამსახურს ვერ შოულობენ. ხშირად სიბნელეში ჯდომა უწევთ, რადგან ელექტროენერგიის გადასახადს ვერ იხდიან… მათ ძალიან სჭირდებათ საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები….
ირინა კაბისოვას 5 ივნისს 84 წელი შეუსრულდება. საბრალომ ინსულტი გადაიტანა, რომლის შედეგაც საწოლს მიეჯაჭვა. არადა, სანამ ძალა ჰქონდა, მკერავად მუშაობდა, შეკვეთებს სახლში იღებდა და ქანცის გამოცლამდე შრომობდა… ახლა მას საერთო არაფერი გააჩნია. ირინა ნახევრად დანგრეულ, პატარა ბარაკის ტიპის სახლში ქალიშვილთან, სიზესთან და 2 მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახში ყველა უმუშევარია. მისი ქალიშვილი მზადაა ნებისმიერი სახის სამუსაოთი დაკავდეს – ზოგჯერ სახლებს ალაგებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მეტად იშვიათად ხდება… მოხუცს ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება, რომლებსაც ოჯახი ვერ ყიდულობს. თანხა საკვებზეც კი არ ჰყოფნით…
ციცელი რატიანს 7 ივნისს 77 წელი უსრულდება… მოხუცმა მრავალი წელი იმუშავა სკოლაში, ისტორიის მასწავლებლად, პენსიაზე გასვლის შემდეგ დაავადდა პოლიართროზით – სახსრები ძალიან სტკივა და ამის გამო ვინმეს დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. მუდმივად ესაჭიროება მოვლა. ციცელი ნახევრად დანგრეულ სახლში ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც სტუდენტია. მისი შვილი  სამსახურს მრავალი წლის მანძილზე ვერ პოულობდა, შემდეგ კრედიტის აღება გადაწყვიტა და ამჟამად ნათესავთან ერთად ვაჭრობს – ვალის გასასტუმრებლად ძალიან ბევრი მუშაობა უწევს და დედას მისი ყურადღება ხშირად აკლია. ციცელის მხოლოდ ჩვენი ფონდის იმედი აქვს, სამწუხაროდ, შვილიშვილი ვერ უვლის… ჩვენ რითიც შეგვიძლია ვეხმარებით საბრალო მოხუცს…
ეკატერინე გამრეკელს 8 ივნისს 31 წელი შეუსრულდება. მას ძალიან ტრაგიკული ბედი აქვს… ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გაფანტული სკლეროზით დაავადდა და უკვე 6 წელია საწოლს არის მიჯაჭვული, მუდამ საჭიროებს სხვების დახმარებას! მძიმე დაავადების გამო მისი მშობლები იძულებულნი გახდნენ საკუთარი ბინა გაეყიდათ და ახლა ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მათ ძალიან უჭირთ! 
ოჯახის წევრებს შორის მუდმივი სამუშაო არცერთს არ გააჩნია. ჩვენ ეკატერინეს ისტორია ფონდის საიტზე განვათავსეთ, მოვუგროვეთ თანხა, რომლითაც საკვები და ჰიგიენური საშუალებები შევუძინეთ. ეკატერინეს ერთდაერთი ოცნება აქვს: მას სურს აპითერაპიის სამკურნალო კურსის გავლა. ის დაწრმუნებულია, რომ ეს მეთოდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება, მაგრამ ეს კურსი საკმაოდ ძვირადღირებულია, ოჯახს ამ თანხის გადახდის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს…
10 ივნისს დავით ხოჭოლავას 61 წელი შეუსრულდება, ის პირველი ჯგუფის ინვალიდია. ბავშვობიდან ავადაა, პოლიომელიტის შემდეგ ქვედა პარაპარეზი განუვუთარდა. მიუხედავად ამისა, სანამ ძალა ჰქონდა, მამაკაცი მეწაღედ მუშაობდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, თითქმის მთელ დროს შინ ატარებს.  ყველაფერი ართრალგიის გამოა – ეს ვერაგი დაავადება წონასწორობის შენარჩუნების საშუალებას არ აძლევს. დავითის მეუღლეც პირველი ჯგუფის ინვალიდია და ჩვენი ბენეფციარი გახლავთ. მათი ქალიშვილიც ავადაა – რამდენიმე წლის წინ ხელების უმძიმესი დამწვრობა მიიღო და კანის გადანერგვის 2 ოპერაცია დასჭირდა – ამ ოჯახის ბედი  ერთი დიდი ტრაგედიაა – მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ!
ლიუბოვ გრინკოს 15 ივნისს 72 წელი შეუსრულდება. ის აფხაზეთიდან დევნილია. რამდენიმე წელია მოხუცი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, რადგან თეძოს ძვლის მოტეხილობის რამდენიმე ოპერაცია წარუმატებლად გაუკეთეს, ასევე, უშედეგოდ დასრულდა თეძოს ძვლის პროთეზირების ოპერაციაც… საბედნიეროდ, ქალიშვილი ჰყავს და აქვს ბინა, რომელიც სახელწიფომ გადასცა. ქალებს თავი ლიუბოვის პენსიით და სოციალური დახმარებით გააქვთ, ეს თანხა, პრაქტიკულად, არაფერზე ჰყოფნით! მოხუცს მეორე ჯგუფის ინვალიდი ვაჟიც ჰყავს, მას ავადმყოფი დედის დახმარება არ შეუძლია…
დიმიტრი ლუკაშვილს 19 ივნისს 61 წელი შეუსრულდება. მრავალი წლის განმავლობაში მამაკაცი მუშაობდა ელექტრომექანიკოსად, მაგრამ სამწუხაროდ, ბედმა მძიმე განსაცდელი მოუმზადა – 2 წლის წინ ის მძიმედ დაავადდა და ახლა ოდესღან ძალ-ღონით სავსე დიმიტრი საწოლსაა მიჯაჭვული, სრულიად დამოკიდებულია სხვების დახმარებაზე… დიმიტრი მეუღლესთან, ქალიშვილთან, ძმასთან და 2 მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ძმა, ასევე, მძიმედ დაავადებული პენსიონერია, ისი საწოლსაა მიჯაჭვული. ჩვენი ბენეფიციარია. ამ მომენტში ოჯახში არავინ მუშაობს. მათ ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტები და ძვირადღირებული მედიკამენტები.
ასია საფარიანი 20 ივნისს 69 წლის გახდება. მოხუცი მეორე ჯგუფის ინვალიდია. სანამ შეეძლო სადგურზე დისპეტჩერად მუშაობდა. 3 წლის წინ მძიმედ დაავადდა და ამჟამად სრულიად არის დამოკიდებული სხვებზე – ქალბატონი საწოლს არის მიჯაჭვული. პარკინსონის დაავადება აწუხებს. ამასთან, მოხუცმა თეძოს ძვალი მოიტეხა და ოპერაცია დასჭირდა. ასია სრულ მარტოობაში ცხოვრობს, 25 წლის წინ ერთადერთი ვაჟი მოუკლეს, ქმარმა მიატოვა, თუმცა, მიუხედავად განქორწინებისა, მამაკაცი ყოფილ მეუღლეს ეხმარებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ის გარდაიცვალა… ასიას დახმარება და მხარდაჭერა ძალიან სჭირდება! ჩვენ ვაწვდით საკვებს, მედიკამენტებსა და ვუვლით.
ცისანა მაღლაფერიძეს 22 ივნისს 74 წელი შეუსრულდება, პროფესიით ის აგრონომია, მაგრამ მთელი ცხოვრება დიასახლისობაში გაატარა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქალბატონი საწოლს არის მიჯაჭვული – ინსულტ გადაიტანა, აქვს საქრიანი დიაბეტი. საბრალო მთლიანად არის დამოკიდებული სხვების დახმარებაზე. მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მისი სამი შვილი საკუთარ ოჯახებთან ერთად ცალ-ცალკე ცხოვრობენ.  მისი ერთადერთი დასაყრდენი – ქმარია, იშვიათად სტუმრობს ერთ-ერთი ქალიშვილი… მამაკაცს სულ უფრო და უფრო უჭირს ცისანას მოვლა, რადგან თავადაც უკვე ძალიან მოხუცია… მათ ძალიან სჭირდებათ მედიკამენტები და საკვები…
23 ივნისს ელფრიდა ოვჩარენკო 89 წლის გახდება. ის პირველი ჯგუფის ინვალიდია. ბავშვობაში პოლიომელიტი გადაიტანა და მას შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ქალი მთელი ცხოვრება მიშაობდა – მკერავი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, რითიც შეეძლო მეზობლებსაც კი ეხმარებოდა! ახლა ის ყველამ დაივიწყა. თბილისის გარეუბანში მდებარე ნახევრად დანგრეულ, პატარა სახლში ცხოვრობს… ელფრიდა საოცარი ქალია! მიუხედავად სირთულეებისა, მისი გული კეთილად დარჩა, არავისზე არაა განაწყენებული და შესანიშნავი მოსაუბრეა – მუდამ მზადაა კარგი რჩევის მოსაცემად და გამოცდილებასაც სიამოვნებით გვიზიარებს. მისი ერთადერთი მეგობარი ტელევიზორია, რომელიც მარტო ყოფნას უმსუბუქებს. პენსია და სოციალური დახმარება თითქმის არაფერზე ჰყოფნის. ძალიან სჭირდება მედიკამენტები და საკვები პროდუქტები!
30 ივნისს არჩილ ჯაფარიძე 56 წლის გახდება. ის პირველი ჯგუფის ინვალიდია, პროფესიით მხატვარი. მრავალი წლის მანძილზე არჩილი სახელწიფო ფილარმონიაში დეკორატორად მუშაობდა. ვინ იფიქრებდა, რომ სიბერეში მისი ცხოვრება ასეთი მძიმე აღმოჩნდებოდა! ტროფიკული წყლულის მძიმე ფორმა აქვს, გადაადგილება ძალიან უჭირს. მამაკაცი აბსოლუტურად მარტოა. ცხოვრობს ნახევრად დანგერულ ოთახში, უმძიმეს პირობებში, ოთახის  ფართობი, სულ რაღაც  4 კვ. მეტრია! სახურავი გახვრეტილია, კედლები დანგრეული… 
ამ საცხოვრებელში, თუ მას შეიძლება ასე ვუწოდოთ, არჩილი თვეში 70 ლარს იხდის… ოდესღაც მამაკაცს საკუთარი ბინა ჰქონდა, რომელიც ძმამ მოტყუებით დააკარგინა. არჩილი შესანიშნავად ხატავს, ასევე, აკეთებს ქართულ სუვენირებს თიხისგან!
პაციენტის შესახებ ინფორმაცია განთავსებული გვქონდა ჩვენი ფონდის საიტზე და შეგროვებული თანხით მას ვუყიდეთ სპეციალური აპარატი, სუვენირების მარტივად დამუშავება რომ მოახერხოს! ასევე, შევუძინეთ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არაა – მას ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება!
10 ივნისს ზინა ნადოევა 65 წლის გახდება. მან მთელი ცხოვრება გამყიდველად იმუშავა, მაგრამ ინსულტის შემდეგ ქალის ცხოვრება უკან-უკან წავიდა… ის ასევე იტანჯება ართრიტით და შაქრიანი დიაბეტით. ზინა მეუღლესთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობს. სამწუხაროდ, მისი ვაჟი სამსახურს ვერსად პოულობს, მეორე ვაჟს კი შეზღუდული შესაძლებლობები აქვს – ის დედასავით ჩვენი ფონდის ბენეფიციარია… ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ 360 ლარია. მათ საკვები და მედიკამენტები ძალიან სჭირდებათ…
სერგო ჩხეიძეს 11 ივნისს 70 წელი შეუსრულდება. სერგო პროფესიით მშენებელია, სანამ ძალა ჰქონდა, არანაირი სამუშაოს შესრულებას არ თაკილობდა, ქუჩაშიც ვაჭრობდა, მაგრამ ინსულტის შემდეგ ახლა სახლშიც კი ძლივს გადაადგილდება, რა სამსახურზეა საუბარი! მეუღლე უვლის. ისინი მრავალშვილიან ვაჟთან ერთად ცხოვრობენ – სერგოს ოთხი შვილიშვილი ჰყავს! ოჯახი უფასო სასადილოში იკვებება… ძალიან უჭირთ… 
ზაირა გოგიბერიძეს 13 ივნისს 68 წელი შეუსრულდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გადატანილი ინსულტის შემდეგ მეტად მძიმეა… არადა, ოდესღაც ზაირა ავადმყოფ ადამიანებს თავად ეხმარებოდა – პროფესიით მედდაა, 35-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს! ვალების გამო ამ ქალბატონმა ბინა დაკარგა – მისი ქალიშვილი კიბოთი დაავადდა, ფიქრის დრო არ იყო – ოჯახმა ყველაფერი გაყიდა და თანხა ქალიშვილის მკურნალობას მოახმარეს… სამწუხაროდ, გოგონა გარდაიცვალა. ზაირას ქალიშვილი ქმართან განქორწინებული იყო და ახლა  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, შვილიშვილებს ზაირა ზრდის! მას და პატარებს ძალიან უჭირთ, რადგან უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ!
ლენა კოჭუაშვილს 15 ივნისს 69 წელი შეუსრულდება. ის მძიმედ არის ავად, დამოკიდებულია სხვების დახმარებაზე. ქალს ვაჟი ჰყავს, რომელიც სამწუხაროდ, მეორე ჯგუფის ინვალიდია, ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე იმყოფება… მოხუცს ქალიშვილიც ჰყავს, რომელიც ზოგჯერ დედასა და ძმას სტუმრობს, მაგრამ მათთვის მატერიალური დახმარების გაწევა არ შეუძლია, თავადაც ძალიან უჭირს… ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 380 ლარს შეადგენს, ეს თანხა, რასკვირველია, არაფერზე ჰყოფნით. ლენასა და მის ვაჟს საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ…
მარინა გრიგორიანცს 20 ივნისს 87 წელი შეუსრულდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად მძიმეა, ქალბატონი იტანჯება გულის უკმარისობით, რომელიც გულის მანკითაა გამოწვეული. ესაჭიროება მუდმივი მეთვალყურეობა. სანამ ძალა ჰქონდა, დამლაგებლად მუშაობდა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, მისი მდგომარეობა გაუარესდა, ახლა ქალიშვილი უვლის. ოჯახს ძალიან უჭირს, იკვებებიან სოციალურ სასადილოში.
დოდო კრილოვას 20 ივნისს 66 წელი შეუსრულდება. ის აფხაზეთიდან დევნილია, მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა პედაგოგად, მაგრამ ინსულტის შემდეგ მთლიანად გახდა დამოკიდებული სხვების დახმარებაზე. დოდო იძულებულია საშინელ პირობებში იცხოვროს ყოფილი „ტურბაზის“ შენობის ერთ ოთახში, ამ შენობაში აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებულები. მისი ყოველთვიური შემოსავალი 240 ლარს შეადგენს – დოდოს ძალიან სჭირდება საკვები და მედიკამენტები. ჩვენ მას რითიც შეგვიძლია, ვეხმარებით, მაგრამ ეს საკმარისი არაა….
20 ივნისს ნოდარ ვაშაკიძეს 86 წელი შეუსრულდება, მამაკაცმა ინსულტი გადაიტანა, ძალიან იტანჯება ნაწოლებისგან, საწოლს უკვე მრავალი წელია მიჯაჭვული. ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, რომელიც ცდილობს მოუაროს… რამდენიმე წლის წინ ვაშაკიძეების ოჯახში დიდი ტრაგედია მოხდა – ვაჟი დაეღუპათ, მშობლებმა ამ შეუვსებელ დანაკლისთან შეგუება დღემდე ვერ მოახერხეს. ნოდარი დეპრესიაშია, მთელი დღეები წევს და წარსულს იხსენებს… მეორე ვაჟი თბილისში არ ცხოვრობს, მატერიალურად მასაც ძალიან უჭირს, მაგრამ როცა ამის საშუალება ეძლევა, ჩამოდის ხოლმე და მშობლების დახმარებას ცდილობს…
ცისანა ჭანტურიას 22 ივნისს 76 წელი შეუსრულდება, ის დევნილია და უკვე მარავლი წელია ცხოვრობს ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში. მოხუცს გადაადგილება ძალიან უჭირს და საპირფარეშომდე რომელიც დერეფნის ბოლოს არის განლაგებული, ძლივს აღწევს ხოლმე… ცისანა მარტოხელაა, ძალიან რთული ბედი აქვს:  ვაჟი აფხაზეთის ომში დაეღუპა, მეუღლე – მოგვიანებით, კიბოთი… საბედნიეროდ, ცხოვრებას ქალიშვილი და შვილიშვილი ულამაზებენ, ისინი მის მახლობლად ცხოვრობენ, ხშირად სტუმრობენ და ცდილობენ დაეხმარონ საბრალოს, რითიც შეუძლიათ…
ჯიმშერ მჭედლიშვილს 1 ივნისს 67 წელი შეუსრულდა, ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სახ. უსაფრთხოების კომიტეტში. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო უმძიმესი ტრავმა და ახლა, იდესღაც ძალ-ღონით სავსე ჯიმშერი საწოლსაა მიჯაჭვული. მას 88 წლის დედა უვლის, რომელსაც ძალიან ეშინია ვაჟის გამო – როდესაც ის აღარ იქნება, ვინ მოუვლის მის ერთადერთ შვილს?… ოჯახს მატერიალურად არასდროს უჭირდა, მაგრამ ჯიმშერის ავადმყოფობამ ფეხქეშ მიწა გამოაცალათ, ახლა უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობენ. მათ ძალიან სჭირდებათ საკვები და მედიკამენტები… ჯიმშერის დედა – ნათელაც ჩვენი ბენეფიციარია და ჩვენ ვცდილობთ დედა-შვილს რითის შეგვიძლია დავეხმაროთ…
ლიუბა ქარუმიძეს 11 ივნისს 84 წელი შეუსრულდება. ამ ქალბატონმა ძალიან ბევრი წელი იმუშავა ბუღალტერად სხვადასხვა ორგანიზაციებში და არასდროს უჭირდა,მაგრამ მას შემდეგ რაც კიბო აღმოუჩინეს, მისი ცხოვრება მყისიერად შეიცვალა… კიდევ ლიუბა იტანჯება ოსტეოართროზით და სახსრების მძაფრი ტკივილების გამო სახლშიც კი ძლივს გადაადგილდება. მოხუცმა რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ  არ ნებდება! ცხოვრობს პატარა ოთახში ყოველგვარი კომფორტის გარეშე, ბუნებრივი აირიც კი არ აქვს! მიუხედავად ასეთი საშინელი პირობებისა და მძიმე დაავადებებისა, ლიუბას უკეთესი მომავლის იმედი აქვს. ცხოვრებას დისშვილი ულამაზებს, რომელიც ლიუბამ აღზარდა! ის სიყვარულით უვლის ქალს, რომელმაც ნამდვილი დედობა გაუწია! ლიუბას ძალიან უჭირს, რადგან თვეში 240 ლარი არაფერზე ჰყოფნის…
 14 ივნისს თენგიზ დარჯანიას 62 წელი შეუსრულდება. ის აფხაზეთიდან დევნილია, გახლავთ პირველი ჯგუფის ინვალიდი. პროფესიით ტექნოლოგს, წარსულში საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა… სამწუხაროდ, მამაკაცს დიაბეტს გამო ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და ის უკვე დიდი ხანია ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. ოჯახი ლტოლვილების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს… მისი მეუღლეც ჩვენი ბენეფიციარია, მასაც თენგიზივით დიაბეტი აქვს და ფეხიც ამპუტირებული…  მშობლებს ქალიშვილი უვლის, რომელიც მედდაა… მეზობლები ცდილობენ, ოჯახს რითიც შეუძლიათ დაეხმარონ ხოლმე, მათ ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ!
თენგიზ კანანელი 14 ივნისს 69 წლის გახდება… სანამ ძალა ჰქონდა, მამაკაცი მძღოლად მუშაობდა და ოჯახს არჩენდა, მაგრამ ახლა თენგიზი საწოლს არის მიჯაჭვული. ოჯახი უსახლკაროა, მრავალი წლის წინ მატერიალური პრობლემების გამო მათ ბინა დაკარგეს. საბედნიეროდ, მას და მის ოჯახს კეთილი ნათესავი დაეხმარათ, რომელმაც დროებით დაუთმო თავისი სახლი. თენგიზს მეუღლე და ვაჟი ჰყავს, ბიჭმა წარსულში ხელის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მუშაობა არ შეუძლია… ამჟამად მამაკაცი ფეხის ამპუტაციის დაფინანსებას ელოდება…
ომარ კვენიტაძეს 2 ივნისს 72 წელი შეუსრულდა. ის მეუღლესთან ერთად პაწაწინა ოთახში ცხოვრობს, ცოლ-ქმარი უმძიმეს პირობებში იმყოფება. ომარი მშენებლად მუშაობდა, სწორედ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო სერიოზული პოლიტრავმა, რის შემდეგაც ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა… ახლა, ოდესღაც სიცოცხლით სავსე მამაკაცი საწოლს არის მიჯაჭვული და მუდმივად ესაჭიროება მოვლა. თენგიზს ქალიშვილი ჰყავს, როემლიც სოფელში, ასევე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ის ცდილობს როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოუჩნდება, მშობლები მოინახულოს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს… თენგიზზე ჩვენ ვზრუნავთ, ვცდილობთ ცხოვრება ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ…
სვეტლანა ავეტისოვას 19 ივნისს 85 წელი შეუსრულდება… ის დაქორწინებული არასდროს ყოფილა, ამჟამად დასთან ერთად უმძიმეს პირობებეში უწევს ცხოვრება… სვეტლანა სერიოზულად არის ავად – დაკარგული აქვს ორინეტაციის უნარი დროსა და სივრცეში, არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა… სვეტლანა ძალიან კეთილშობილი ქალბატონია, ძალიან უყვარს საუბარი…
ადა ტურიევას 19 ივნისს 89 წელი შეუსრულდება, ის მარტოხელაა და აბსოლუტურად უსინათლო გახლავთ… ოთახში ძლივს ახერხებს გადაადგილებას. ადას მეტად საინტერესო ცხოვრება ჰქონდა – პროფესიით ფიზიკოსი ქალბატონი წლების განმავლობაში საიდუმლო ლაბორატორიაში მუშაობდა! მოხუცებულობის ჟამს, ადა სრულიად მარტო დარჩა ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული, ახლა მისი ერთადერთი მეგობარი – ფისოა, რომელიც საყვარელ პატრონს ერთი ნაბიჯითაც კი არ შორდება…
   
ციალა ენუქიძეს 20 ივნისს 83 წელი შეუსრულდება, მოხუცმა მთელი ცხოვრება თავდაუზოგავ შრომაში გაატარა, დასაქმებული იყო სამშენებლო ტექნოლოგიების ინტიტუტში. ამჟამად უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება – მისი სახლი 1 პაწაწინა ოთახია… ციალასთვის ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ მისი შვილები და შვილიშვილები მის მეზობლად ცხოვრობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბრალო ბებოს თითქმის არასდროს ნახულობენ….
თორნიკე კიკაბიძეს 1 ივნისს 15 წელი შეუსრულდა! რამდენი ტკივილი და სევდაა ამ პატარა ბიჭუნას თვალებში! ის კუნთების დისტონიით იტანჯება და საწოლს არის მიჯაჭვული… თორნიკე მშობლებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, დედამისი მუდამ მასთანაა და ცდილობს მოვლა არ დააკლოს… ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 360 ლარია – ეს თანხა ოჯახს არ ჰყოფის ბინის ქირაზე, საკვებსა და ძვირადღირებულ მედიკამენტებზე! პატარა თორნიკეს ჩვენი მხარდაჭერა უზომოდ სჭირდება!
ქსენია ფილიშვილს 7 ივნისს 80 წელი შეუსრულდება, თეძოს ძვლის მოტეხილობის შემდეგ ის სრულად გახდა დამოკიდებული სხვების დახმარებაზე. ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, რომლებიც  საბრალო მოხუცს უვლიან. ჩვენი მედდები მათ ჰიგიენური პროცედურების ჩატარებასა და ავადმყოფის ბანაობაში ეხმარებიან. ასევე, ვამარაგებთ ოჯახს მედიკამენტებითა და პამპერსებით. ისინი სოციალურ სასადილოში იკვებებიან…
8 ივნისს ელენე ახვლედიანს 82 წელი შეუსრულდება. ოდესღაც ის ექიმად მუშაობდა, უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო ახლა სახლშიც კი ძლივს გადაადგილდება… ვინ იფიქრებდა, რომ ქალი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა, თავად გახდებოდა მოსავლელი…. ელენე სრულიად მარტოხელაა და ერთადერთი მისი სტუმრები ჩვენი მედდები არიან, რომლებიც ცდილობენ ყველაფერში დაეხმარონ. ამ ქალბატონს თავის გატანა თქვეში 240 ლარით უწევს!
მერი ციხელაშვილს 14 ივნისს 83 წელი შეუსრულდება. საბრალო მოხუცი საწოლსაა მიჯაჭვული და მუდმივად ესაჭიროება მოვლა. ის ბარაკის ტიპის საცხოვრებელში, საშინელ პირობებში და უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს! ქალიშვილი უვლის, რომელიც თავადაც უმძიმეს მდგომარეობაშია… ცოტა ხნის წინ გადატანილი ინსულტის გამო თავად საჭიროებს პატრონობას… სამსახური მხოლოდ მერის შვილიშვილს აქვს, ოჯახი სოციალურ სასადილოში იკვებება.
ზურაბ ქარსაულიძე 26 ივნისს 64 წლის გახდება, მთელი ცხოვრება მუშად მუშაობდა, სანამ თავს ტრაგედია დაატყდებოდა – ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და ახლა ზურაბი საწოლს არის მიჯაჭვული, მუდმივად ესაჭიროება მოვლა. მამაკაცი ამის გამო  ღრმა დეპრესიაშია. მეუღლესთან და ქალ-ვაჟთან ერთად ცხოვრობს, გოგონა ინვალიდია. ოჯახში ყველა უმუშევარია, ჩვენ მათ მედიკამენტებითა და ჰიგიენური საშუალებებით ვეხმარებით, ოჯახი სოციალურ სასადილოში იკვებება.
27 ივნისს ელენე კორტს 62 წელი შეუსრულდება, ის ლიმფომით იტანჯება და პერიოდულად უწევს ქიმიოპრეპარატების მიღება, მთელი ავადმყოფობის მანძილზე საბრალოს ძლიერი ტკივილები სტანჯავს… ნაწილობრივ არის დამოკიდებული სხვების დამხარებაზე. ელენე ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს 2 ოთახს არის შეფარებული, აუტანელ პირობებში უწევს ცხოვრება. გადარჩენაში და თავის გატანაში კეთილი მეზობლები და ახლობლები ეხმარებიან. მისი ყოველთვიური შემოსავალი 360 ლარია. ელენეს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება!