ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

თქვენ ხართ ჩვენი სიმდიდრე!

ყველა ხანდაზმული ადამიანი, ოჯახური მდგომარების და პროფესიის განურჩევლად, იმსახურებს ღირსეულ სიბერეს. სამწუხაროდ, დასამალი არ არის, რომ ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს მარტოობაში და სიღარიბეში ატარებენ. 
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1990 წელს დააწესა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, რათა ფართო საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარების საქმეში. 
ჩერნოვეცკის ფონდი ზრუნავს 500-ზე მეტ ხანდაზმულ სოციალურად დაუცველ ადამიანზე.  ბევრი მათგანი საწოლსაა მიჯაჭვული და უმწეო მდგომარეობაში იმყოფება. ფონდის ექიმები და ექთნები ყოველდღიურად აკითხავენ მათ და უტარებენ გადაუდებელ სამედიცინო და ჰიგიენურ პროცედურებს. ხანდაზმული ადამინები, აგრეთვე, ხშირად სტუმრობენ ფონდის დღის ცენტრს და უფასო სასადილოს. 
1 ოქტომბერს ჩვენმა ფონდმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიება მოაწყო. შევეცადეთ, რომ ფონდის ბენეფიციარებისთვის შეგვექმნა სასიამოვნო გარემო. ისინი რესტორან “ბასიანში” მივიპატიჟეთ. მათ წინაშე წარსდგენენ ახლაგაზრდა მომღერლები და მუსიკოსები, რომლებმაც შეასრულეს ქართული და უცხოური კომპოზიციები. ჩვენი ბენეფიციარების  წინაშე აგრეთვე წარსდგნენ ფონდის მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელები, რომლებმაც  ლექსები წაიკითხეს და სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებული სუვენირები უსახსოვრეს. 
შეხვედრა ჩატარდა ძალიან თბილ გარემოში, მას თან ახლდა აღფრთოვანებული ემოციები და ბევრი ღიმილი. ღონისძიების დასასრულს ყველა ბენეფიციარს გადაეცა საჩუქრები.