ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც ხორციელდება სპეციალური პროექტის ფარგლებში. იგი სულ ახლახან დაიწყო და მასში მოზარდები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ.
პროექტი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომლის განმავლობაში ჩვენი აღსაზრდელები შეისწავლიან მანქანა-დანადგარებზე მუშაობა, სხვადასხვა სამუშაო იარაღის გამოყენებას, ხის დამუშავებას, სათამაშოების დამზადებას და ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით შეღებვას.
დარწმუნებული ვართ, რომ მიმდინარე პროექტის მეშვეობით, მოზარდები შეიძენენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და საკუთარი ხელით დამზადებულ ნივთებს გამოფენებზეც გაიტანენ.