ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

მადლობა ღმერთს, რომ თქვენი გუნდის წევრი ვარ!

ირინა თერაშვილი ჩერნოვეცკის ფონდის  თანამშრომელია. ეს სიცოცხლით სავსე ქალბატონი არის ბედნიერი დედა და ახალგაზრდა ბებია, რომელმაც შესძლო გამკლავებოდა მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს ტრაგედიას – 2 წლის წინ მან დაკარგა მეუღლე… 
ირინა ჩვენი ფონდის საქველმოქმედო სასადილოს მთავარი მზარეულია.  მას კულინარიის დარგში სპეციალური განათლება აქვს მიღებული, ამაყობს თავისი პროფესიით და ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.
ჩერნოვეცკის ფონდში მუშაობა მან რამდენიმე თვის წინ დაიწყო.  მიუხედავად მცირე პერიოდისა, ირინამ შესძლო გამხდარიყო ჩვენი გუნდის აქტიური წევრი და ფონდის ბენეფიციართა ფავორიტი. მისი მუდამ მომღიმარე სახე მათ კარგ ხასიათზე აყენებს და მომავლის იმედს უსახავს. 
„მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ღრმა დეპრესიაში ვიყავი. ნათესავები და ახლობლები გვერდში ამომიდგნენ, მანუგეშებდნენ და მეხმარებოდნენ…. თავდაპირველად მეგონა, რომ ვერ გადავიტანდი ჩემს ტრაგედიას, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩავერთე საქველმოქმედო საქმიანობაში, გამიჩნდა მოტივაცია და ღმერთის წყალობით დავძლიე სულიერი ტკივილი და სასოწარკვეთილი მდგომარეობა“,- ამბობს ირინა. 
მისი თქმით, იგი უზომოდ ბედნიერია, როდესაც დანაყრებულ ბენეფიციარებს უცქერს, განსაკუთრებით ბავშვებს.  „ქველმოქმედების არსი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ გამცემმაც და მიმღებმაც თავი ბედნიერად იგრძნონ… ჩერნოვეცკის ფონდი ჩემთვის მეორე სახლია. აქ ვგრძნობ განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს, აქ ვიპოვე სიმშვიდე და ერთგულება, შევიძინე  ახალი მეგობრები და ცხოვრების ძალიან დიდი სტიმული. მადლობა ღმერთს, რომ  თქვენი გუნდის წევრი ვარ“, – გვითხრა ირინამ. 
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს პროექტს და ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ჩერნოვეცკის ფონდის უფასო სასადილოს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: უფასო სასადილო) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან    
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი
 „და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“ (ფსალმუნი, 61).