მეგობრებო, დღითიდღე იზრდება ჩვენი ფონდის მიერ გაწეული დახმარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. თებერვალში ფონდის ბიუჯეტმა 216 000 ლარი შეადგინა! ამაზე შეჩერებას არ ვგეგმავთ, მართში უფრი მეტი ადამიანის დახმარებას ვგეგმავთ!
გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ფონდის ინიციატივებს აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენი თანამემამულეები როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასობით გულისხმიერი ადამიანისთვის შეჭირვებული მოქალაქეების დახმარება უკვე იქცა ცხოვრების ნაწილად!
ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ქველმოქმედებაში.
ამ პოსტის მიზანია არა ჩვენი ფონდის მიღწევების ხაზგასმა, არამედ ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაცია. ვიცით, რომ ჩვენი ერთობლივი დახმარების გარეშე ეს ადამიანები ვერ გადარჩებიან! საწოლსმიჯაჭვული მოხუცები, მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, ოჯახები, რომლებიც შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან.
გვჯერა, რომ უფალი სწორი გზით გვატარებს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ღმერთი გვიგზავნის ადამიანებს რომლებისთვისაც სხვისი გასაჭირის გატავისება უცხო არ არის.
და თუ თქვენც გაგიჩნდებათ სურვილი, დაეხმაროთ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, რომ მომდევნო ფოტოზე ისეთი ადამიანების მეტი რაოდენობა აისახოს, რომლებმაც დახმარება უკვე მიიღეს, შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა ფონდის ანგარიშებზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი), ან განახორციელოთ გადახდა პირდაპირ ვებ–გვერდიდან:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/?utm_source=facebook&utm_medium=post&utm_campaign=infopost