ცოტა ადამიანი დარჩა, ვინც მეორე მსოფლიო ომს მოესწრო, უფრო ნაკლები – ვინც იბრძოდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენთვის გამარჯვება მოიპოვა.
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 7 წელია სასიცოცხლო დახმარებას უწევს 500 მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს. მათ შორის სამამულო ომის ვეტერანებიც არიან. სამწუხაროდ მათი რაოდენობა ყოველ წლიურად მცირდება.
არ შეიძლება ადამიანების დავიწყება, რომლებიც ფაშიზმს ებრძოდნენ! ეს იყო მსოფლიო ომი, სადაც საქართველოდან პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 9 მაისი არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს მშვიდობისთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავიხსენოთ ისინი და პატივი მივაგოთ მათ ამაგს ქვეყნის წინაშე!
ისინი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ვეტერანებისთვის დღევანდელი დღის მილოცვა განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევს! უდიდესი ბედნიერებაა, ადამიანებს სიხარული აჩუქო, განსაკუთრებით მათ, ვისი არსებობის შესახებ ყველამ დაივიწყა…
მოხუცებისთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხომ ჩვენი ყურადღებაა.