ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

უდიდესი სიხარული და უდიდესი ტკივილი! ყველაფერი ერთდროულად! ბოლომდე წაიკითხე ეს სტატია, მეგობარო!

„დაეხმარე უცნობ მეგობარს“ – ამ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კახეთში მცხოვრებ ბაგალაშვილების მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები გადაეცა. მეგობრებო, ჩვენ ეს შევძლით და ბედნიერება ვაჩუქეთ ბავშვებს, რომლებსაც საკუთარი სათამაშოები არასდროს ჰქონიათ. ჩერნოვეცკის ფონდის გადამღებ ჯგუფთან ინტერვიუს დროს ბავშვების დედამ, ნუნუმ თქვა, რომ აქამდე ბავშვები საკუთარი ხელით გაკეთებული სათამაშოებით თამაშობდნენ. მაგალითად, გზაზე ნაპოვნი, პლასტმასის ბოთლების ფერადი თავსახურებით!

რამდენიმე დღის წინ, ამ ლამაზმა ბავშვებმა მიიღეს მანქანები, თოჯინები, სამაგიდო თამაშები, კონსტრუქტორები, ფუმფულა სათამაშოები, რომელიც დიდი სიყვარულით შეაგროვეს მათთვის საბავშვო ბაღ „Mother.ge“-ს აღსაზრდელებმა.

https://www.facebook.com/profile.php?id=100004197218335&locale=ka_GE

ბაგალაშვილების ოჯახში იზრდება სამი ბავშვი: თამარი, თათია და თენგო. ისინი ავად არიან, აქვთ ჰიპოთირეოზი. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. მათ სჭირდებათ ყოველთვიური ანალიზები და მედიკამენტების მიღება, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ამის გარეშე კი, შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს დაავადება. უკვე ემჩნევათ გონებრივი ჩამორჩენილობა და განვითარების შეფერხება. თორნიკეს ხერხემლის გამრუდება აქვს, სწორად ვერ იჭერს კისერს. თიკოს კი – ეპილეფსია. ბავშვების მამას დაუდგინდა ფილტვების კიბო. სოციალური შემწეობის თანხა ჰყოფნით მხოლოდ ფქვილისა და დაბალფასიანი პროდუქტის შესაძენად, ან მხოლოდ ერთ ბავშვს რომ უმკურნალონ. რა თქმა უნდა, სათამაშოებზე საუბარიც კი ზედმეტია!

ასე რომ, მეგობრებო, ახლა ამ ბავშვებს, არა მხოლოდ სათამაშოები, არამედ სიცოცხლე უნდა ვაჩუქოთ! მათ უნდა იცოცხლონ! საკუთარ თავს ვერ ვაპატიებთ, თუ ისინი აღარ იარსებებენ ჩვენს ცხოვრებაში!

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც შეიტანა წვლილი და სასიამოვნო სიურპრიზით გაახარა ეს მრავალშვილიანი ოჯახი!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ბაგალაშვილების ოჯახი)