ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

პიცის სამყაროში ცხოვრება მინდა, სადაც ყველაფერი პიცისგან იქნება

პიცის სამყაროში ცხოვრება მინდა, სადაც ყველაფერი პიცისგან იქნება

 „პიცის სამყაროში“ ცხოვრება მინდა, სადაც ყველაფერი პიცისგან იქნება… სახლები, სათამაშოები, მანქანები, ხეები! ოჰ, რა გემრიელი იქნებოდა“ – მეგობრებო, თქვენ „პიცის სამყაროში“ ცხოვრებას არ ისურვებდით? სამყაროში, სადაც ბედნიერების წუთები ოქროზე უფრო ძვიფასი არის, სადაც ყველა გემრიელად მიირთმევს და უზომოდ ბედნიერია!

 ერთი ზღაპრული დღე პიცერია Domino-ში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მათ შეაბიჯეს ზღაპრულ სამყაროში, სადაც სიხარულისა და გემრიელობის ატმოსფერო ყოველ კუთხეში სუფევს. პიცერიის სტუმართმოყვარე თანამშრომლები გაბრწყინებული სახეებითა და ღიმილით დახვდნენ ბავშვებს. სპეციალურად მათთვის მხიარულებითა და გემრიელი კერძებით სავსე წარმოუდგენელი დღესასწაული გაიმართა.

 ბავშვები თავიანთ სიხარულს უზიარებდნენ ყველას, ვინც მზად იყო, მათთვის რომ მოესმინა. მათი სიხარული გადამდები იყო, მაგნიტივით იზიდავდა დადებით ემოციებს. ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა: „ბედნიერებისთვის რა ცოტა სჭირდებათ – მხოლოდ ყურადღება და მზრუნველობა.” მის სიტყვებში ჭეშმარიტებამ გაიჟღერა, ამას იგრძნობდა ყველა, ვისაც კი ოდესმე ყურადღება, სითბო და სიხარული გამოუცდია.

„ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა! თითქოს, ჯადოსნურ ქვეყანაში მოვხვდი!”

„აქ, პიცა ისეთი გემრიელია, ყოველდღე რომ ვჭამო, არ მომბეზრდება!”

„ბავშვებს არ სჭირდებათ ძვირფასი საჩუქრები, მთავარი ხომ, ყურადღება და მზრუნველობაა!”

„უკვე აქ დაბრუნებაზე ვოცნებობთ!“

 ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრებისგან ბოძებული საჩუქრებისა და ბედნიერების გაზიარება. თუნდაც მცირედ სიკეთესა და უბრალო მზრუნველობასაც კი, შეუძლია ეს სამყარო უფრო ნათელი გახადოს.

ნუ დავივიწყებთ მათ, ვინც ელის ჩვენს დახმარებას. საქართველოში, უამრავი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ბევრი მათგანი შიმშილობს და ოცნებობს ერთ ნატეხ პურზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა თავი არ იგრძნონ დაჩაგრულად. ამიტომ, საქართველოს მასშტაბით მოვუწოდებთ „გემრიელობათა“ დაწესებულებების ყველა გულკეთილ მფლობელებს, მოაწყონ დღესასწაულები იმ ბავშვებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დაგვიკავშირდით!

ელექტრონული ფოსტის მისამართია: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.