რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს ფონდში დღესასწაულია და მისი აღნიშვნა თქვენთან ერთად გვსურს!

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს ფონდში დღესასწაულია და მისი აღნიშვნა თქვენთან ერთად გვსურს! ჩვენი ბავშვებისთვის “მომავლის სკოლაა” აღმოვაჩინეთ! თქვენს შვილებს ვუსურვებთ, სიკეთის კეთება ბედნიერებას ჩუქნიდეს მუდამ!

სიკეთის მარათონი “მომავლის სკოლაში”! შემოგვიერთდით, ჩერნოვეცკის ფონდის ბავშვებისთვის შევაგროვოთ ტანსაცმელი და სათამაშოები!

ძვირფასო მეგობრებო!

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში „დაეხმარე უცნობ მეგობარს“ „მომავლის სკოლის“ მოსწავლეებმა ჩერნოვეცკის ფონდის ბავშვებისთვის შეაგროვეს სათამაშოები და ტანსაცმელი. გულწრფელად გვჯერა, რომ სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს საქართველოს! 

ჩვენმა ინიციატივამ „დაეხმარე უცნობ მეგობარს“ გამოხმაურება ჰპოვა სკოლის ხელმძღვანელობისა და მისი მოსწავლეების გულებში! მაგრამ, რაც მთავარია, მან სიხარული აჩუქა და გული გაუთბო იმ ბავშვებს, ვინც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ, ჩვენ არ გვსურს ამაზე გაჩერება! მოვუწოდებთ ყველა სკოლას შეუერთდეს ჩვენს სიკეთის მარათონს. ერთად, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პოზიტიური ცვლილებების ტალღა საქართველოს შეჭირვებული ბავშვების უმრავლესობის ცხოვრებაში, ვაჩუქოთ მათ ღიმილი, იმედი და სიამაყე მსოფლიოს ყველაზე კეთილ ქვეყანაში, მათ სამშობლოში – საქართველოში!